აი ასე მზადდება აჩმის საუკეთესო ცომი

6975

აჩმის ცომი რთული მოსამზადებელია და საკმაო დროს მოითხოვს. გულსართად შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ყველი, ასევე სოკო და ხორცის ფარში.

ინგრედიენტები: 

  • 1 კგ ფქვილი
  • 7 კვერცხი
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • 500-600 მლ წყალი
  • 2 ს.კ. ძმარი
  • 400 გ გამდნარი კარაქი

ცომის მომზადება:

  1. თასში ჩაასხით წყალი, დაუმატეთ მარილი, კვერცხი, ძმარი და ათქვიფეთ.

2. მასას ამატეთ ფქვილი და ურიეთ, შემდეგ გადაიტანეთ დაფაზე.

3. მოზილეთ მაგარი და ელასტიკური ცომი, რომელიც ხელს არ მიეკრობა.

4. გაახვიეთ ცელოფანში და მოათავსეთ მაცივარში.

ცომის დამუშავება: 

  1. 30 წუთის შემდეგ ცომი მაცივრიდან გამოიღეთ.

2. დაყავით 5 პატარა და 2 შედარებით მოზრდილ ნაწილად. ცომის 2 დიდი ნაჭერი პირველ და ბოლო ფენად გამოიყენეთ, რომლებსაც მოუხარშავად გადააფენთ თუნუქის ფურცელს.

3. თითოეული გუნდა ძალიან თხლად გააბრტყელეთ.

4. თუნუქის ფურცელს წაუსვით ცოტა კარაქი.

5. გაბრტყელებული ფენა ფრთხილად გადაიტანეთ ცხიმწასმულ ფორმაში და წაუსვით გამდნარი კარაქი.

6. მეორე ფენა მოათავსეთ მდუღარე წყალში.

7. 2-3 წუთის შემდეგ ამოიღეთ საწურით, ცივი წყალი გადაავლეთ და მოათავსეთ პირველ ფენაზე. ასე დაამუშავეთ 5 ფენა.

8. მესამე ფენაზე მოათავსეთ გახეხილი ყველი, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე ფენებზე კი – ცხიმი.

9. ბოლო ფენა არ მოხარშოთ, ისე გადააფარეთ თუნუქის ფურცელს.

10. აჩმას გამოცხობის წინ წაუსვით ცოტა ცხიმი.

11. თანაბრად დაჭერით და კარგად გახურებულ ღუმელში გამოაცხვეთ.