ფენოვანი ცომი სასურველია, ცივი გამოიყენოთ. ასე უკეთეს შედეგს მიიღებთ. ამიტომ გირჩევთ, ცომი ოთახის ტემპერატურაზე არ დააყოვნოთ და მაცივრიდან გამოღებისთანავე გამოიყენოთ.
გასტრონომიას რედაქცია სიამოვნებით გასწავლით საუკეთესო ფენოვანი ცომის მომზადებას.
ინგრედიენტები:
- ფქვილი – 1 კგ
- წყალი – 0,5
- კვერცხი – 1 ცალი
- ძმარი – 3 სუფრის კოვზი
- ზეთი – 3 სუფრის კოვზი
- მარგარინი – 400 გ
- მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- გავთქვიფოთ კვერცხი, დავასხათ თბილი წყალი, დავამატოთ ძმარი, ზეთი, გემოვნებით და მოვზილოთ მაგარი ცომი.
- გავაბრტყელოთ და ხელით წავუსვათ მარგარინის ერთი მესამედი ნაწილი.
- დავკეცოთ კონვერტისებურად და შევდგათ მაცივარში.
- დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ ცომი მაცივრიდან გამოვიღოთ, გავაბრტყელოთ, წავუსვათ მარგარინის მეორე მესამედი, დავკეცოთ და ისევ შევდგათ მაცივარში იმავე დროით. ასე გავაკეთოთ მესამედაც.
- საუკეთესო ფენოვანი ცომი მზადაა. შეგიძლიათ გამოიყენოთ სასურველი ღვეზელისა თუ კერძის მოსამზადებლად.
ასე მომზადებული ცომი შეიძლება შევინახოთ მაცივარში რამდენიმე დღე.