ჰაეროვანი და ფაფუკი კექსები არაჟანზე! შვილების გასაბედნიერებლად სულ 20 წუთი მყოფნის

20433

პატარა კექსები არაჟანზე – გემრიელი და არომატული დესერტი, რომელიც განსაკუთრებით აქტიუალური საბავშვო დღესასწაულებზეა. დღევანდელ სტატიაში გიზიარებთ მარტივ რეცეპტს, თუ როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი კექსები არაჟნით მინიმალურ დროში, თანაც მინიმალური ძალისხმევითა და დანახარჯით. თქვენს შვილებს აუცილებლად შეუყვარდებათ მათი გემო!

კექსები არაჟნით

ინგრედიენტები:

  • 4 კვერცხი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 100 გრამი კარაქი
  • 5 ს.კ. არაჟანი
  • 2 ჭიქა ფქვილი
  • ვანილი (პატარა შეფუთვა)
  • 2 ჩ.კ. საფუარი
  • საცხობი ფორმები

მომზადება:

1. ჩაამატეთ კვერცხში შაქარი და ვანილი. თქვიფეთ კარგად ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შაქრის კრისტალები ბოლომდე უნდა გაიხსნას.

2. მიღებულ ნარევში ჩაამატეთ დარბილებული კარაქი და კიდევ ერთხელ კარგად გადაურიეთ.

3. მუდმივი მორევის პირობებში დაამატეთ მოცემული რაოდენობით არაჟანი.

4. ცალკე ჭურჭელში კარგად გაცერით ფქვილი და დაამატეთ მასში საფუარი. საფუვრისა და ფქვილის ნარევი ნელ-ნელა, ეტაპობრივად ჩაამატეთ მომზადებულ მასაში (აუცილებლად მუდმივი მორევის პირობებში). მიღებული ცომი თავისი კონსისტენციით არაჟანს უნდა მოგვაგონებდეს.

5. სპეციალური საცხობი ფორმების 2/3 შეავსეთ ამ მასით. 200 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში მოათავსეთ ისინი გამოსაცხობად 20-25 წუთით.

6. გემრიელად მიირთვით!

აუცილებლად ჩაინიშნეთ ეს რეცეპტი და ცადეთ უგემრიელესი კექსების საკუთარი ხელით მომზადება. თქვენს შვილებს აუცილებლად შეუყვარდებათ მათი გემო. არ დაგავიწყდეთ სტატიის გაზიარება მეგობრებისთვისაც. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!