ჯემის უგემრიელესი მარმელადი

1575

თუ სახლში ზედმეტი ჯემი გაქვთ და არ იცით სად წაიღოთ, მაშინ ეს რეცეპტი ნამდვილად დაგეხმარებათ. დღეს ჩვენ უგემრიელეს მარმელად მოვამზადებთ, რომელიც ბავშვებს ძალიან უყვართ.

ინგრედიენტები

  • 1 ჭიქა ნებისმიერი ჯემი
  • 4 ჩაის კოვზი ჟელატინი
  • 1,5 ჭიქა წყალი
  • 0,5 ლიმონი
  • სიმითის მარცვლები

მომზადება

1.ჟელატინს მოასხით 0,5 ჭიქა თბილი წყალი. კარგად მოურიეთ და დაელოდეთ ამოფუებას.

2.დარჩენილი 1 ჭიქა წყალი ჩაასხით ქვაბში და დაუმატეთ ჯემი. წამოადუღეთ. აადუღეთ 4 წუთი და შემდეგ გააგრილეთ.

3.გამოწურეთ ლიმონი და დაუმატეთ უკვე ამოფუებულ ჟელატინს. ჟელატინის მასა და წყალი დაუმატეთ ჯემს. მიღებული მასა ჩაასხით ფორმებში და გააგრილეთ 2-3 საათი.

5.მარმელადი შეგიძლიათ ამოავლოთ გახეხილ ქოქოსში ან შაქარში.

გემრიელად მიირთვით!