ხრაშუნა ცომის საიდუმლო ჩებურეკისთვის – ახლა მხოლოდ ასე ვამზადებ

1616

ძალიან ბევრმა დიასახლისმა იცის ჩებურეკის მომზადება, ყველას განსხვავებული და თავისებური გამოსდის.

ამ კერძში ცომის სწორად მომზადება ძალიან მნიშვნელოვანია.

ინგრედიენტები

ცომისთვის:

  • ფქვილი 3,5 ჭიქა
  • 1 კვერცხი
  • 1 ჭიქა წყალი
  • 0,5 ჩაის კოვზი მარილი
  • 2 სუფრის კოვზი მზესუმზირის რაფინირებული ზეთი
  • 2 სუფრის კოვზი არაყი

გულსართისთვის:

  • ფარში 600გ
  • ხახვი 600გ
  • მარილი/წიწაკა
  • კარაქი 50გ

მომზადება

  1. აადუღეთ წყალი, დაუმატეთ მარილი, ზეთი და ჭიქა ფქვილი. მოურიეთ სწრაფად.
  2. გაგრილებულ მასას დაუმატეთ კვერცხი, არაყი, ფქვილი. აუცილებლად გამოიყენეთ გაცრილი ფქვილი.
  3. ნამიანი პირსახოცი გადააფარეთ ცომს 40-50 წუთი.
  4. ამასობაში მოვამზადოთ გულსართი. ფარშს დაუმატეთ მარილი, წიწაკა და გახეხილი ხახვი. მოურიეთ.
  5. თუ სახლში მომზადებული ფარში გაქვთ დაუმატეთ წყალი, რათა უფრო წვნიანი გახდეს.
  6. გააბრტყელეთ და ამოჭერით ცომი მრგვლად. ერთ მხარეს მოათავსეთ გულსართი და პატარა კარაქის ნაჭერი. დააფარეთ ცომი და დააფიქსირეთ.
  7. შეწვით ზეთში ორივე მხრიდან.

გემრიელად მიირთვით!