ხრაშუნა ბურბუშელა საფუარით

3191

ტრადიციული ბურბუშელა – ეს არის ხრაშუნა ტკბილეული, რომელსაც წვავენ ცხელ ზეთში და აყრიან შაქრის ფხვნილს. ბურბუშელის ტრადიციული ცომი მზადდება კვერცხის, ფქვილისა და არყისაგან. მაგრამ ცომი კეფირით გამოდის ძალიან ფაფუკი და ნაზი.

გთავაზობთ ბურბუშლის უნგრულ ვარიანტს. მას იქ ამზადებენ მსუბუქი არაჟნის ცომისაგან. მის საკვანძო ინგრედიენტს წარმოადგენს მდნარი კარაქი, რომელსაც უმატებენ ბოლოს. მეორე დღესაც ისინი ინარჩუნებელ პირვანდელ სინაზეს და სიფაფუკეს.

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი 250გ
  • შაქარი 50გ
  • მწიკვი მარილი
  • კვერცხის გული
  • ბრენდი 1 სუფრის კოვზი
  • არაჟანი 1 სუფრის კოვზი
  • საფუარი 1 ჩაის კოვზი
  • რძე 50მლ
  • კარაქი 50გ
  • მზესუმზირის ზეთი გემოვნებით
  • შაქრის ფხვნილი გემოვნებით

მომზადება

1.თბილ რძეში გახსენით საფუარი და მწიკვი მარილი.

2.ჯამში მოათავსეთ ფქვილი, დარჩენილი შაქარი და მარილი. დაუმატეთ კვერცხი გული, გააქტიურებული საფუარი, ბრენდი და არაჟანი. მოზილეთ ცომი. მოზელვის დროს დაუმატეთ გამღვალი კარაქი. შეფუთეთ ცომი და დატოვეთ 30 წუთით.

3.ამოფუებული ცომი ჩაზილეთ, გააბრტყელეთ 0,5სმ სისქის ფირფიტად და დაჭერით მართხკუთხედებად. ჩაჭერით ცენტრში და მიეცით სურათზე ნაჩვენები ფორმა.

4.ღრმა ჯამში გააცხელეთ საკმარისი რაოდენობის ზეთი. ბურბუშელა კარგად უნდა მოიბრაწოს, ამის შემდეგ გადმოიტანეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა მოსცილდეს ზედმეტი ცხიმი.

უგემრიელესი ფუნთუშები ძალიან სასარგებლოა საუზმეზე. გაჭერით შუაზე, წაუსვით კარაქი ან ჯემი და მიირთვით ცხელ ჩაისთან და რძესთან ერთად.