ხილით მომზადებული პიცის რეცეპტი, რომელიც ამ ზაფხულს აუცილებლად უნდა გასინჯოთ

1244

ზაფხულში რაღაც ხილიანი, გემრიელი და მარტივი გსურთ დააგემოვნოთ? მაშინ სცადეთ მოამზადოთ უგემრიელესი პიცა ხილით. იგი ძალიან ადვილად მზადდება, მისი ცომი ძალიან ხრაშუნაა, ხოლო კრემი იდეალურად უხდება ხილს. ამ შესანიშნავი დესერტის მომზადებას მხოლოდ 1 საათი სჭირდება და იგი ზაფხულის ნებისმიერი დღესასწაულის სუფრას გაგილამაზებთ.

ინგრედიენტები ფირფიტისთვის

  • 115 გრ კარაქი
  • 150 გრ შაქრის პუდრი
  • 1 ც დიდი ზომის კვერცხი
  • 1 ჩ.კ. ვანილის ექსტრაქტი
  • 190 გრ ფქვილი
  • 1/4 ჩ.კ. მარილი
  • 1 ჩ.ლ. გამაფხვიერებელი
  • 1/2 ჩ.კ. საცხობი სოდა
  • 1 და 1/2 ჩ.კ. სიმინდის სახამებელი

ინგრედიენტები კრემისთვის

  • 225 გრ ცხიმიანი კრემ-ყველი
  • 60 გრ კარაქი
  • 240 გრ შაქრის პუდრი
  • 1/2 ს.კ. ნაღები ან რძე
  • 1 ჩ.კ. ვანილის ექსტრაქტი
  • დაჭრილი ცოცხალი ხილი

მომზადების წესი

1. დიდი ზომის თასში მიქსერით კარგად ათქვიფეთ დარბილებული კარაქი შაქართან ერთად, დაუმატეთ კვერცხი და ვანილი და კვლავ ათქვიფეთ.

2. ცალკე თასში შეურიეთ ერთმანეთს ფქვილი, მარილი, გამაფხვიერებელი, საცხობი სოდა და სიმინდის სახამებელი. კარაქისა და კვერცხის ნაზავს დაუმატეთ მშრალი ნაზავი, კარგად მოურიეთ, დააფარეთ საკვები ცელოფანი და მოათავსეთ მაცივარში რამდენიმე საათით.

3. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე. საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი, შემდეგ გაიყვანეთ მასზე ცომი და მოათავსეთ ღუმელში 18-20 წუთით. გამომცხვარი ფირფიტა გააცივეთ.

4. თასში მიქსერით ათქვიფეთ კრემ-ყველი და კარაქი, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი კონსისტენცია. დაუმატეთ შაქარი, 1 ს.კ. ნაღები და კარგად ათქვიფეთ. შემდეგ დაუმატეთ ვანილი და კიდევ 1 ს.კ. ნაღები. დაჭერით ხილი ფირფიტებად.

5. მიღებული კრემი თანაბრად წაუსვით გამომცხვარ ფირფიტას და ხილით გააფორმეთ. შეგიძლიათ ხილს ზემოდან ჟელატინი მოასხათ და დესერტი უფრო გაალამაზოთ.ზაფხულის უგემრიელესი დესერტი მზადაა. გემრიელად მიირთვით!