ხაჭოს ცხობილა – ჩემი უსაყვარლესი ტკბილეულია. სამსახურიდან დაღლილს ყოველთვის მეზარება ღუმელთან საათობით დგომა, მაგრამ ამ რეცეპტმა დამარწმუნა, რომ გემრიელი დესერტის მომზადებას არ სჭირდება დიდი დრო.
ინგრედიენტები
- ხაჭო 600გ
- შაქარი 200გ
- კვერცხი 1 ცალი
- კვერცხის გული 1 ცალი
- ვანილი 5გ
- მარილი
- კარაქი 30გ
- რძე 200მლ
- ხორბლის ფქვილი 500გ
- გამაფხვიერებელი 1 სუფრის კოვზი
- სიმინდის სახამებელი 3 სუფრის კოვზი
- არაჟანი 50გ
მომზადება
1.პირველ რიგში მოვამზადოთ ცომი. ღრმა ჯამში ატქვიფეთ კვერცხი 100გ შაქართან და ცოტა მარილთან ერთად. დაუმატეთ ხაჭო და ვანილი. ისევ მოურიეთ.
2.ჩაასხით რძე, მოურიეთ. მოაყარეთ გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი. დუმატეტ რბილი კარაქი და ცომი მოზილეთ ხელით.
3.ცომი დაასხვენეთ 15 წუთი. ამასობაში მოამზადეთ შიგთავსი. დარჩენილ ხაჭოს დაუმატეთ 50-100გ შაქარი, სახამებელი და არაჟანი.
4.დაჭყლიტეთ შიგთავსი ჩანგლით. ამოსული ცომი გააბრტყელეთ 2 ფირფიტად. დაჭერით კვადრატებად.
5.მოათავსეთ 1 სუფრის კოვზი შიგთავსი თითოეულ კვადრატში. მოათავსეთ ცხიმიან ზედაპირზე და წაუსვით კვერცხის გული.
6.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 25-30 წუთი.
გემრიელად მიირთვით!