ხაჭოს უსაფუარო ფუნთუშები საუზმისთვის 5 წუთში

2046

ძალიან გემრიელი და ფაფუკი ფუნთუშები ხაჭოს ცომისგან. ამ დესერტის მომზადებას გამოუცდელი დიასახლისიც უმარტივესად შეძლებს.

ინგრედიენტები

გამოდის 12 ცალი

  • შაქარი 60გ
  • კვერცხი 2 ცალი
  • ხაჭო 250გ
  • მცენარეული ზეთი 2 სუფრის კოვზი
  • ვანილი
  • ფქვილი 250გ
  • მარილი
  • გამაფხვიერებელი 7გ
  • შაქრის ფხვნილი

მომზადება

  1. ღრმა ჯამში ჩაყარეთ შაქარი, დაუმატეთ კვერცხი, მარილი და კარგად ათქვიფეთ.
  2. დაუმატეთ ხაჭო.
  3. ისევ კარგად მოურიეთ.
  4. დაუმატეთ ზეთი და ვანილი, მოურიეთ.
  5. ფქვილს მოაყარეთ გამაფხვიერებელი და ნელ-ნელა შეიყვანეთ ხაჭოს მასაში.
  6. ცომის მოზელვა დაიწყეთ სილიკონის ნიჩბით და შემდეგ გააგრძელეთ ხელით.
  7. სამუშაო მაგიდას მოაყარეთ ფქვილი, მოათავსეთ ცომი და გააბრტყელეთ.
  8. გაყავით 12 ნაწილად.
  9. თითოეულს მიეცით ბურთის ფორმა.
  10. გადაიტანეთ პერგამენტით ამოფენილ საცხობ ფორმაზე და წაუსვით კვერცხის გული.
  11. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 25 წუთი.
  12. მზა ფუნთუშებს მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.

გემრიელად მიირვით!