ხაჭოს უგემრიელესი ოლადები კეფირზე

2245
pancakes

თუ საუზმეზე მოგბეზრდათ სოსისები, მაშინ აუცილებლად უნდა მოამზადოთ ჰაეროვენი ალადები. ასეთი საუზმე ძალიან მარტივად მზადდება. ხაჭოს გემო მასში გამოკვეთილად არ ფიგურირებს, არამედ ნაღების საოცარ არომატს ქმნის.

დღეს ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ ჰაეროვან ლოადებს. მიჰყევით ინსტრუქციას და მაომზადეთ ჩვენთან ერთად.

ხაჭოს ოლადები კეფირზე

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 200გ ხაჭო
  • 250მლ კეფირი
  • 2 კვერცხი
  • 3 სუფრის კოვზი შაქარი
  • 180გ ფქვილი
  • 10გ ვანილი
  • 0,5 ჩაის კოვზი სოდა
  • მწიკვი მარილი

მომზადება

1.ჯამში მოათსვეთ შაქარი, შაქარი, ვანილი და მარილი. ათქვიფეთ მიქსერით 2 წუთის განმავლობაში.

2.ხაჭოს მოასხით კფირი. ათქვიფეთ მიქსერით.

3.დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და სოდა. ნიჩბით მოურიეთ და დატოვეთ 10 წუთი.

4.ტაფაზე მოასხით ზეთი და სუფრის კოვზის დახმარებით მოათავსეთ ცომი.

5.ოლადები შეწვით საშუალო ცეცხლზე, პირველი მხარე თავდახურულად, ხოლო მეორე თავახდილად. მზა ოლადები მოათვსეთ თეფშზე.

6.სულ ეს იყო, ფაფუკი და გემრიელი ოლადები მზად არის!

ამ ოლადებს ძალიან უხდება შედედებული რძე და არაჟნის სოუსი. მართლაც იდეალური საუზმეა. გემრიელად მიირთვით!