ხაჭაპური შამფურზე: საუკეთესო ტრადიციებით შესრულებული ქართული კერძი

2964

რა მიგაქვთ ხოლმე ბუნებაში პიკნიკზე? სამწვადე ხორცი, თხელი ლავაში, კარტოფილი და ბოსტნეული? ეს ჩამონათვალი თითქმის ყველასთვის სტანდარტულია, რადგან ყველას დასვენება სურს და არა რთული კერძების მომზადებით თავის დატვირთვა. და თუკი გეტყვიტ, რომ შამფურზე ხაჭაპურის გამოცხობა არის შესაძლებელი?

ის თითქმის ისევე მარტივად მზადდება, როგორც სტანდარტული ლავაში ყველით და ბოსტნეულით. უმჯობესია, შამფურები შინ მოამზადოთ, ამგვარად კიდევ უფრო გაიმარტივებთ საქმეს.

ინგრედიენტები

  • 500 გრ ფენოვანი ცომი
  • 500 გრ სულგუნი
  • კარაქი გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

1. გაალღვეთ ფენოვანი ცომი. მოამზადეთ შიგთავსი: გახეხეთ სულგუნი, დაუმატეთ მდნარი კარაქი და მარილი გემოვნებით.

2. დაჭერით ცომი 5 სმ სისქის ზოლებად. გააბრტყელეთ თხლად.

3. წამოაცვით შამფურებზე ყველი, შემოახვიეთ ცომი. მოუჭირეთ კუთხეებს.

4. ჩაჭერით ცომი რამდენიმე ადგილას. გამოაცხვეთ ნელ ცეცხლზე, სანამ ხაჭაპური არ დაიბრაწება. ამას დაახლოებით 5-7 წთ დასჭირდება.

როგორც ხედავთ, შამფურზე ხაჭაპურის გამოცხობა ძალიან მარტივია. რა ჯობია გემრიელ ხაჭაპურს მწვადთან ერთად! აუცილებლად სცადეთ ეს ხერხი, ისიანოვნეთ და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!