წითელი ბულგარული წიწაკის წვნიანი თქვენს ყოველდღიურ სუფრას კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებს

2403

წვნიანი დღესდღეობით მთელ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული და პოპულარული კერძია. ის ყოველდღიური სადილის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია. გასტრონომია გასწავლით მარტივი და ძალზედ სასარგებლო წვნიანის მომზადებას.

საჭირო მასალა: 

  • 5 ცალი საშუალო ზომის წითელი ბულგარული წიწაკა
  • 4 ჭიქა (1 ლიტრი) ქათმის ბულიონი
  • მეოთხედებად დაჭრილი 2 ცალი ხახვი
  • 400 გ დაჭრილი პომიდორი, თავისი წვენით
  • 2 კბილი დაჭრილი ნიორი

მომზადების წესი:

გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსამდე. ტაფაზე მოათავსეთ წითელი ბულგარული წიწაკა. შეწვით დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში, ვიდრე კანი დარბილდება. გადმოიტანეთ წიწაკა ტაფიდან პატარა ჯამში. დააფარეთ პლასტმასის თავსახური და დააცადეთ გაგრილება. მოაშორეთ წიწაკას კანი. გაყავით მეოთხედებად, მოათავსეთ წიწაკა, ქათმის ბულიონი, ხახვი, პომიდორი და ნიორი  დიდ ქვაბში. გათქვიფეთ წვნიანი ხელის ბლენდერით. შემდეგ ისევ შეათბეთ 2-3 წუთის განმავლობაში.