წვნიანი და ხრაშუნა ხორციანი ჩებურეკი: იდეალური ცომი საცხობის რეცეპტით

2097

უბრალოდ შეუდარებელი ჩებურეკია. მარტივად მზადდება, შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ, რადგან ამ ჰაეროვან და მოწითალო ჩებურეკზე უფრო გემრიელი, ალბათ, არ გაგისინჯავთ. Gastronomia.ge-ს რედაქცია გირჩევთ ამ რეცეპტით მოამზადოთ და მთელი ოჯახი გემრიელი წასახემსებლით გაახაროთ.

ცომის ინგრედიენტები:

  • 500 გრ ფქვილი
  • 250 მლ წყალი
  • 5 გრ მარილი
  • 30 გრ მცენარეული ზეთი
  • 35 მლ არაყი

შიგთავსის ინგრედიენტები:

  • 300 გრ ცხვრის ფარში
  • 120 გრ ხახვი
  • 0,5 ჩ/კ მარილი
  • 1 ჩ/კ წიწაკა
  • მცენარეული ზეთი

მომზადების წესი:

  1. ფქვილს მარილი, მცენარეული ზეთი, წყალი და არაყი დაუმატეთ. აურიეთ.
  2. მოზელილ ცომს პარკი დააფარეთ და ზუსტად 60 წუთით გააჩერეთ.
  3. ფარშს 30 მლ წყალი დაასხით, წვრილად დაჭრილი ხახვი, მარილი და წიწაკა დაუმატეთ.
  4. დასვენებულ ცომს 100 გრ ნაჭერი მოაჭერით. თხელ ფირფიტად გააბრტყელეთ და შუაში შიგთავსი ჩადეთ. კუთხეები შეკარით.
  5. ჩებურეკი ლამაზი რომ გამოვიდეს, უსწორმასწორო კუთხეები მოაჭერით და მდუღარე მცენარეულ ზეთში ჩადეთ.
  6. ჩებურეკი ორივე მხრიდან ოქროსფერი ქერქის მიღებამდე შეწვით და ქაღალდის პირსახოცზე გადაიტანეთ, რომ ზედმეტი ზეთი მოაშოროთ.
  7. გემრიელი ჩებურეკი ხრაშუნა ქერქით სუფრაზე გაიტანეთ, გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ. მოამზადეთ ჩვენთან ერთად და საკუთარი თავი და ახლობლები გემრიელი კერძებით გაახარეთ.