ეს ფლორენციული დესერტი იტალიაში ძალიან პოპულარულია. ამბობენ, რომ მისი ფორმა ჰგავს ბრუნელეშის ცნობილის ტაძრის გუმბათის ფორმას.
ინგრედიენტები:
- 1/2 იტალიური ბისკვიტი
- 150 გ შაქარი
- 1 ფინჯანი წყალი
- 3 სუფრის კოვზი ბრენდი
- 3 სუფრის კოვზი რომი
- 2 ფინჯანი ცხიმიანი ნაღები
- 50 გ შაქრის პუდრი
- 30 გ ნუში, მოხალული და დაჭრილი
- 4 სუფრის კოვზი ხილის ცუკატები, დაჭრილი
- 150 გ შავი შოკოლადი, დატეხილი
მომზადების წესი:
- დაჭერით ბისკვიტი თხელ ნაჭრებად.
- შაქარი და წყალი ქვაბით საშუალო ცეცხლზე შემოდგით და ადუღეთ, სანამ შაქარი არ გადნება, 2-3 წუთი. გადმოდგით ცეცხლიდან, დაუმატეთ ბრენდი, რომი და გააგრილეთ.
- შაქრის ვაჟინით დანამეთ გუმბათის მოყვანილობის, 1,5 ლ მოცულობის პუდინგის ფორმის გვერდები.
- ყალიბში ჩადეთ დაჭრილი ბისკვიტის 3/4. ნაჭრებს შორის სიცარიელე არ უნდა დარჩეს. ფუნჯით წაუსვით დარჩენილი ვაჟინი.
- დიდ თასში მიქსერით, მაღალი სიჩქარით ათქვიფეთ ნაღები სანამ არ გასქელდება. ნაღებს შეურიეთ შაქრის პუდრი, თხილი ან ნიგოზი, ხილის ცუკატები და შოკოლადი.
- მიღებული მასა ყალიბში გადაიტანეთ და დაფარეთ მორჩენილი, დაჭრილი ბისკვიტის ნაჭრებით.
- მთელი ღამე მაცივარში გააჩერეთ. გადმოიღეთ დიდ თეფშზე, დაჭერით და მიირთვით.
ულუფა: 6
მომზადება: 30 წუთი+12 საათი გასაყინად
დონე: 2