ცომი მოზელვის გარეშე, რომელიც ჩაანაცვლებს ნაყიდს

2339

სახლში პურს ბევრი არ ამზადებს, რადგან ეს ძალიან რთული და ხანგძლივი პროცესი ჰგონიათ. დღეს ჩვენი რედაქცია აზრს შეგაცვლევინებთ და აუცილებლად დაიწყებთ ამ უმნიშვნელოვანესი პროდუქტის სახლში მომზადებას.

სახლში გამომცხვარ ხრაშუნა პურს, ვერასოდეს ჩაანაცვლებს ნაყიდი.

ამ რეცეპტის დახამრებით თქვენ ხრაშუნა პურის მომზადებას სახლის პირობებში მარტივად შეძლებთ. ისეთი ინგრედიენტებია საჭირო, რომელიც ყოველთვის გვაქვს სამზარეულოში. ცომის მოზელვაც არ მოგიწევთ, მხოლოდ ინგრედიენტებს დავუმატებთ ერთმანეთს და 2 საათის სემდეგ ხარშუნა პური მზად იქნება.

ინგრედიენტები

  • 2,5გ მშრალი საფუარი
  • 300გ ხორბლის ფქვილი
  • 2 ჩაის კოვზი მარილი
  • 1 ჩაის კოვზი შაქარი
  • 230მლ წყალი
  • 15-25მლ მცენარეული ზეთი

მომზადება

1.ღრმა ჯამში მოათავსეთ ფქვილი, შაქარი, მარილი და მშრალი საფუარი.

2.მშრალ მასას მოასხით წყალი ნელ-ნელა. მოურიეთ მანამ, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას. მზა ცომი დატოვეთ 2 საათი, რათა ამოფუვდეს.

3.სამუშაო მაგიდა დაამუშავეთ ფქვილით და დაიწყეთ ცომის მასზე დამუშავება.

ცომი გაყავით 6 ნაწილად და დაამრგვალეთ თითოეული. დააფარეთ ხელსახოცი და დაელოდეთ 15 წუთი.

4.ამ დორის შემდეგ გააბრტყელეთ თითოეული ნაწილი და დაახვიეთ, რათა მიიღოს პურის ფორმა.

5.ფუნთუშები გადაიტანეთ საცხობ ფორმაზე და ამოსაფუებლად დატოვეთ 30 წუთი. ჩაჭერით დანით ფუნთუშის ზედაპრი და წაუსვით ცხიმი.

გამოაცხეთ 230 გრადუსზე 15-17 წუთი.

გემრიელად მიირთვით!