ნივრის მწნილი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მწნილია. ის ცოტა განსხვავებული მეთოდით მზადდება. აი რეცეპტიც:
ინგრედიენტები:
- 1 კგ ნედლი ნიორი
- 1 ს.კ. ბაჰარი მარცვლები
- 15 ცალი ალუბლის ფოთოლი
- მარილი – გემოვნებით
- წყალი
მომზადების წესი:
- ნედლ ნიორს კანი შემოვაცალოთ, დავასხათ ცივი, მარილიანი წყალი და დავდგათ მზეზე. 1 კვირის განმავლობაში დღეში ერთხელ მარილიანი წყალი ვუცვალოთ.
- ამის შემდეგ კარგად გავრეცხოთ, ჩავდოთ სასურველ ჭურჭელში, დავუმატოთ ბაჰარი, ალუბლის ფოთლები, დავასხათ წამოდუღებული და გაცივებული მარილიანი წყალი (მარილი წყალს კარგად უნდა ემჩნეოდეს!), დავადოთ მწნილს წნეხი და თავზე დავახუროთ. 3-4 დღეში მწინილი მზად იქნება.
რედაქციის რჩევა
- იმისათვის, რომ მწნილი მალე დამჟავდეს, შეიძლება 1 ჩ.კ. ძმრის ესენციის დამატება.
- მარილწყლისთვის 1 ლ წყალზე 2 ს.კ. მარილი გამოვიყენოთ.