რა გახსენდენდებათ პირველი, როდესაც სიტყვა “ხაჭო” გესმით? რა თქმა უნდა სირნიკები! მათი მომზადება ძალიან ადვილია და არ სჭირდება განსაკუთრებული ძალისხმევა.
ინგრედიენტები
- 3 ს.კ. შაქრის პუდრი
- 30 გრ კარაქი
- 3 ც კვერცხი
- 250 გრ ცხიმიანი ხაჭო
- 1 ც ფორთოხალი
- 150 გრ შავი შოკოლადი
- 5-7 ს.კ. ფქვილი
- 100 მლ მცენარეული ზეთი
მომზადების წესი
- ხაჭო გაწურეთ და ათქვიფეთ კვერცხთან ერთად, შემდეგ დაუმატეთ 2 ს.კ. ფქვილი, შაქრის პუდრი. კარგად ათქვიფეთ ყველა ინგრედიენტი, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი კონსისტენცია.
- კარგად გააცხელეთ მცენარეული ზეთი ტაფაზე. მაცივრიდან გამოდგით ხაჭოს ნაზავი და მიეცით სქელი ძეხვის ფორმა, შემდეგ კი დაჭერით 2 სმ სისქის რგოლებად.
- სირნიკები ორივე მხარეს შეწვით, რომ მიიღოს ოქროს ფერი. შემწვარი სირნიკები გადაიტანეთ ქაღალდის ხელსახოცზე და აცადეთ გაცივება, შემდეგ კი შედგით მაცივარში 2-3 საათით.
- შიგთავსის მოსამზადებლად დაადნეთ ორთქლზე შოკოლადი თანდათან დაუმატეთ კარაქი, ფორთოხლის წვენი და მოურიეთ. ნაზავი როგორც კი შესქელდება, გადმოდგით ცეცხლიდან და თბილი წყლის ორთქლზე გადაიტანეთ.
- გაცივებული სირნიკები გაჭერით სისქით ორ თანაბარ ნაწილად, ერთზე სქლად წაუსვით შოკოლადის ნაზავი და ზემოდან სირნიკის მეორე ნაჭერი დაადეთ. გამასპინძლებამდე დესერტს ზემოდან მოაყარეთ შაქრის პუდრი. გემრიელად მიირთვით!