მარტივი დესერტის მომზადება ყველას უყვარს, ასე არ არის? მისი მომზადებისთვის სულ თუ 15 წუთი დაგჭირდებათ? ეს ჩიზქეიქი ყურძნით უბრალოდ პირში ლღვება.
მის ინგრედიენტებს შორის არის – თეთრი ღვინო, რომელიც მას განუმეორებელ გემოს აძლევს. ამ დესერტის მოსამზადებლად არ დაგჭირდებათ სპეციალური ორცხობილა.
ინგრედიენტები
- ნაღების ყველი 250გ
- შაქარი 75გ
- რძე 30მლ
- ჟელატინი 15გ
- ნაღები 250მლ
- ლიმონის წვენი 1,5 სუფრი სკოვზი
- წყალი 70მლ
- თეთრი მშრალი ღვინო 70მლ
- თეთრი ყურძენი გემოვნებით
მომზადება
- რძეში დაალბეთ 5გ ჟელატინი. ამასობაში ნაღების ყველი გადაურიეთ 40გ შაქარს.
- ჟელატინი გაალღვეთ ცეცხლზე და დაუმატეთ ნაღების ყველი. ნახევარი მასა ჩაასხით ფორმაში და შეინახეთ მაცივარში 20 წუთი.
- წყალი დაასხით 5გ ჟელატინს და დაელოდეთ მის ამოფუებას. შემდეგ გაალღვეთ ცეცხლზე ღვისნოთან, ლიმონის წვენთამ, 30მლ წყალთან და 45გ შაქართან ერთად.
- ყურძენი გაჭერით შუაზე და დესერტის მეორე ფენად მოათავსეთ. მოასხით ჟელატინის მასა და მაცივარში შეინახეთ 1 საათი.
- მოასხით მეორე ნახევარი ყველის მასა და მაცივარში 5 საათი შეინახეთ.
- ფინალური შტრიხი: გადმოაბრუნეთ დესერტი, ამოიღეთ ფორმიდან და გააფორმეთ ათქვეფილი ნაღებით.
გემრიელად მიირთვით!