შოკოლადისა და ჟელეს წარმოუდგენლად გემრიელი ტორტის რეცეპტი ალუბლით, რომელიც სევდას დაგავიწყებთ

1635

როდესაც მოწყენილი ვარ, სახლში ყოველთვის დესერტებს ვაცხობ. ორცხობილებს, ნამცხვრებს ან, ჩემთვის განსაკუთრებით საყვარელ ტორტებს.

და დღეს სწორედ ერთ-ერთი ჩემთვის ყველაზე საყვარელი ტორტის რეცეპტს გაგიზიარებთ, რომელიც ნებისმიერ დარდს განკურნავს.

შოკოლადის ტორტი ალუბლით

ინგრედიენტები ნიგვზიანი ფენისთვის

  • 6 ც კვერცხი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 2 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 200 გრ ფქვილი
  • 3 ს.კ. კაკაოს ფხვნილი
  • 0,5 ჭიქა დაფქული ნიგოზი

ინგრედიენტები შოკოლადის ფენისთვის

  • 6 ც კვერცხი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 6 ს.კ. ფქვილი
  • 3 ს.კ. კაკაო
  • 2 ს.კ. გამაფხვიერებელი

ინგრედიენტები ალუბლის ფენისთვის

  • 3 შეკვრა ალუბლის ჟელე
  • 0,5 კგ ალუბალი

ინგრედიენტები პირველი კრემისთვის

  • 400 მლ არაჟანი
  • 200 გრ შაქარი
  • 300 გრ მოხარშული შედედებული რძე
  • 25 გრ ჟელატინი

ინგრედიენტები მეორე კრემისთვის

  • 400 მლ არაჟანი
  • 200 გრ შაქარი
  • 25 გრ ჟელატინი

მომზადების წესი

1. პირველ რიგში, მოამზადეთ ტორტის ნიგვზიანი ფენა. ამისთვის, თასში ათქვიფეთ კვერცხის ცილა, ცალკე თასში კი კვერცხის გული შაქართან ერთად. შემდეგ შეურიეთ ორივე მასა ერთმანეთს, მშრალი ინგრედიენტები დაუმატეთ და მოზილეთ ცომი.

2. ცომისგან გამოაცხვეთ ერთი ფენა. როდესაც ფენა გაცივდება, ამოჭერით შუა ნაწილი ისე, რომ კიდეები მაღალი დარჩეს. ფენის ნამცეცები კი ღუმელში შეწვით.

3. ახლა მოამზადეთ ჟელე. 3 შეფუთვა ჟელე გახსენით 750 მლ მდუღარე წყალში. გააცივეთ და დაუმატეთ ალუბალი. ეს ნაზავი დაასხით ნიგვზიან ფენას და მთელ სივრცეზე თანაბრად გადაანაწილეთ.

4. ამ დროის განმავლობაში მოამზადეთ შოკოლადის ფენა. მოზილეთ ცომი ზუსტად ისე, როგორც ზემოთაა აღწერილი. მიღებული ცომისგან ორი ფენა გამოაცხვეთ. დაელოდეთ, სანამ გაცივდება.

5. ახლა კი დროა კრემი მოამზადოთ. ორი ტიპის კრემის მოსამზადებლად გახსენით ჟელატინი (25 გრ ჟელატინს 100 მლ წყალი სჭირდება). პირველი კრემი: ათქვიფეთ არაჟანი შაქართან ერთად, დაუმატეთ მოხარშული შედედებული რძე და ჟელატინი. ეს ყველაფერი ათქვიფეთ, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას.

6. მეორე კრემი: ათქვიფეთ არაჟანი შაქართან ერთად. დაუმატეთ მას ნიგვზიანი ფენის ნამცეცები, მაგრამ ყველა არა, რომ ტორტი ზედმეტად გატენილი არ გამოვიდეს. შემდეგ დაუმატეთ ჟელატინი და მიქსერით ყველაფერი კარგად აურიეთ.

7. დადგა დრო გააკეთოთ ტორტი. თავდაპირველად ლანგარზე შოკოლადის ფენა მოათავსეთ, ზემოდან შედედებული რძით დამზადებული კრემი წაუსვით, შემდეგ დაადეთ ზემოდან ჟელეიანი ნიგვზიანი ფენა, მას კი მეორე კრემი წაუსვით, რომელსაც ნიგვზიანი ფენის ნამცეცები ურევია. საბოლოოდ, ტორტს მეორე შოკოლადის ფენა დაადეთ. ტორტი თქვენი გემოვნებით გააფორმეთ.

ამ ტორტის მომზადება ნამდვილი სიამოვნებაა. მოსამზადებლად ცოტაოდენი ძალისხმევა და დრო გჭირდებათ, სამაგიეროდ, დესერტი წარმოუდგენლად გემრიელი გამოდის. გემრიელად მიირთვით!