შოკოლადის ხვეული რულეტები

1522

გემრიელი შოკოლადის რულეტები, რომელიც მარტივი მოსამზადებელია.

ინგრედიენტები

ცომისთვის

  • კვერცხი 3 ცალი
  • ფქვილი 2 სუფრის კოვზი
  • კაკაო 2 სუფრის კოვზი
  • გამაფხვიერებელი 0,5 ჩაის კოვზი
  • შაქრის ფხვნილი 2 სუფრის კოვზი

შიგთავსისთვის

  • ნაღების ყველი 200გ
  • კარაქი 100გ
  • შაქრის ფხვნილი 2 სუფრის კოვზი

დამატებით

  • შაქრის ფხვნილი და დარიჩინი.

მომზადება

  1. ცილა და გული განაცალკევეთ ერთმანეთისგან, ცილა ათქვიფეთ შაქრის ფხვნილთან ერთად.
  2. ცილას დაუმატეთ გული და გაცრილი მშრალი ინგრედიენტები.
  3. გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ პერგამენტით, ჩაასხით ცომი.
  4. გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 10 წუთი.
  5. გამომცხვარი კორჟი გადმოაბრუნეთ ნამიან პირსახოცზე, დაასველეთ პერგამენტი და მოხსენით.
  6. გაჭერით 2 ნაწილად და დაელოდეთ გაგრილებას.
  7. შიგთავსისთვის საჭირო ინგრედიენტები კარგად გადაურიეთ ერთმანეთს.
  8. შიგთავსი მოათავსეთ კორჟზე, დაახვიეთ რულეტისებურად და 1 საათი შეინახეთ მაცივარში.
  9. მოაყარეთ შაქრის ფხვნილი და დარიჩინი.

გემრიელად მიირთვით!