Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ნაზი შოკოლადის შინაურული ტორტის რეცეპტს, რომელიც თქვენი სუფრის ხშირი სტუმარი გახდება. ძალიან მარტივად და ხელმისაწვდომი პროდუქტებისგან მზადდება. ტორტი დიდი გამოდის და დიდი კომპანიისთვის შეგიძლიათ მოამზადოთ.
ბისკვიტის ინგრედიენტები:
- 200 გრ შაქარი
- 6 კვერცხი
- 150 გრ მარგარინი (ან კარაქი)
- 100 მლ მცენარეული ზეთი
- 2 ს/კ კაკაო
- 450 მლ თბილი წყალი
- 1,1 კგ ფქვილი
- 1 პაკეტი გამაფხვიერებელი
კრემის ინგრედიენტები:
- 0,35 ლ რძე (შესქელებული რძე)
- 0,25 გრ კარაქი
- ვანილი
მომზადების წესი:
- კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ, რომ მოცულობითი და სქელი მასა მიიღოთ.
- რბილი კარაქი და 100 მლ მცენარეული ზეთი დაუმატეთ. მასა ათქვიფეთ.
- თბილი წყალი დაუმატეთ და კვლავ აურიეთ.
- მთელ მოცულობა ფქვილს კაკაოს ფხვნილი აურიეთ და გამაფხვიერებელი დაუმატეთ. გაცერით და ნაწილ–ნაწილ ცომს დაუმატეთ. სათქვეფით აურიეთ.
- საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი ჩააფინეთ და ცომი ჩაასხით. დიდი ფორმა აიღეთ, იგივე სტანდარტული ზომის ფორმა. გახსოვდეთ, რომ ბისკვიტის მოსამზადებლად ყველა ინგრედიენტი ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს.
- 170 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 ან 30 წუთით აცხვეთ. გააგრილეთ და ცალკეულ ფენებად გაჭერით.
- კრემის მოსამზადებლად კარაქი დაარბილეთ და მიქსერით ათქვიფეთ. შესქელებული რძე ნაწილ–ნაწილ დაუმატეთ და ათქვიფეთ.
- ვანილი დაუმატეთ, თუ გიყვართ.
- ტორტი ააწყვეთ, ფენებს კრემი წაუსვით. სურვილის შემთხვევაში ჭიქური მოამზადეთ და ტორტს მოასხით. ტორტის ჩამონაჭერი დაფშვენით და ტკბილეულს გვერდებზე მოაყარეთ.
- 4 ან 6 საათით მაცივარში შეინახეთ. გემრიელად მიირთვით!