შოკოლადის ტორტის მარტივი რეცეპტი, რომელიც ძალიან მარტივი გასამეორებელია.
ამ ტორტში ერთიანდება ნაზი ბისკვიტი და მოხარშულ კრემთან ერთად.
ინგრედიენტები
ბისკვიტისთვის
- ხოორბლის ფქვილი 180გ
- შაქარი 150გ
- კვერცხი 4 ცალი
- კაკაო 3 სუფრის კოვზი
- გამაფხვიერებელი 1 ჩაის კოვზი
კრემისთვის
- კარაქი 180გ
- რძე 300მლ
- მანანის ბურღული 3 სუფრის კოვზი
- კურკუმა 1 ჩაის კოვზი
- ლიმონი 1/2 ცალი
- შედედებული რძე 150გ
- შაქარი 100გ
დასანამად
- შოკოლადი 60გ
- წყალი 100მლ
მოსასხმელად
- კარაქი 50გ
- კაკაო 3 სუფრის კოვზი
- არაჟანი 5 სუფრის კოვზი
- შაქარი 3 სუფრის კოვზი
მომზადება
- პირველ რიგში მოვამზადოთ ბისკვიტი.
- ღრმა ჯამში მოათავსეთ კვერცი და მარილი.
- ატქვიფეთ მიქსერით.
- დაუმატეთ შაქარი და გააგრძელეთ თქვეფა.
- ფქვილს დაუმატეთ კაკაო და გამაფხვიერებელი.
- კვერცხის მასას ნელ-ნელა დაუმატეთ გაცრილი ფქვილის მასა.
- ხელის სათქვიფეით მოურიეთ.
- გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ პერგამენტით, ძირი და კუთხეები მცენარეული ზეთით დაამუშავეთ.
- ცომი ჩაასხით ფორმაში (მე ვიყენებ 24სმ დიამეტრის ფორმას).
- გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 40-45 წუთი. მზადება აკონტროლეთ ხის წკირით.
- სანამ ბისკვიტი ცხვება მოვამზადოთ კრემი.
- ქვაბში ჩაასხით რძე და დაუმატეთ კურკუმა.
- ქვაბი მოათავსეთ ცეცხლზე (საშუალო), მოურიეთ და დაუმატეთ მანანის ბურღული.
- მიღებული ფაფა გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე.
- შემდეგ, ცალკე ჯამში მოათავსეთ კარაქი, ათქვიფეთ მიქსერით.
- მოაყარეთ შაქარი და ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებმადე.
- ნახევარი ლიმონის ქერქს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი.
- ლიმონის მასა დაუმატეთ შაქრისა და კარაქის მასას, მოურიეთ.
- შემდეგ დაუმატეთ შედედებული რძე და რამდენიმე კოვზი მანანის ფაფა. დაიწყეთ თქვეფა.
- ნელ-ნელა დაუმატეთ ფაფა და ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. კრემი მზად არის.
- მოვამზადოთ დასანამი მასა.
- ამისათვის შოკოლადს დაასხით წყალი და მოათავსეთ მიკროტალღურში, რათა კარგად გალღვეს შოკოლადი.
- ავაწყოთ ტორტი.
- მზა ბისკვიტი გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე და გადმოიტანეთ ფორმიდან.
- დანის დახმარებით ბისკვიტი გაყავით ორად.
- კორჟი დანამეთ შოკოლადის მასით.
- ერთი კორჟი მოათვსეთ თეფშზე და თანაბრად წაუსვით კრემი.
- ზემოდან მოათვსეთ მეორე ფირფიტა.
- მოათავსეთ მაცივარში, ამასობაში მოვამზადოთ შოკოლადის მინანქარი.
- ქვაბში მოათავსეთ კაკაო და შაქარი.
- დაუმატეთ არაჯანი და მოურიეთ.
- ქვაბი მოათავსეთ დაბალ ცეცხლზე, დაუმატეთ კარაქი.
- განუწყვეტლივ ურიეთ, კარაქის გალღობის შემდეგ მასა ერთგვაროვანი გახდება.
- გამოიტანეთ მაცივრიდან ტორტი და მოასხით მინანქარი.
- ისევ მოათავსეთ მაცივარში რამდენიმე საათი.
- სულ ეს იყო, უგემრიელესი ტორტი მზად არის!
გემრიელად მიირთვით!