შოკოლადის სალიამი – დესერტი, რომელიც ბავშვებს ძალიან უყვართ!

1868

ბავშვებს მოსწონთ ამ დესერტის შოკოლადის ძლიერი გემო. თუ ბავშვის წვეულებისთვის ამზადებთ, შეგიძლიათ ფორთოხლის ლიქიორის მაგივრად ჩაასხათ 2 სუფრის კოვზი ახალგამოწურული ფორთოხლის წვენი, რომელსაც შერეული ექნება 1 ჩაის კოვზი ფორთოხლის ცედრა.

შოკოლადის სალიამი 

ინგრედიენტები: 

  • 350 გ შავი შოკოლადი, დატეხილი
  • 150 მლ შესქელებული რძე
  • 2 სუფრის კოვზი კარაქი
  •  2 სუფრის კოვზი ფორთოხლის ლიქიორი
  • 1/2 ფინჯანი (80 გ) ქიშმიში
  • 1/3 ფინჯანი ნიგოზი, მსხვილად დაჭრილი და მოხალული
  • 50 გ თხილი, მსხვილად დაჭრილი და მოხალული
  • 2 სუფრის კოვზი ხილის (გარგარი, ანანასი ან მანგო) ცუკატები, მსხვილად დაჭრილი

მომზადების წესი: 

  1. ორთქლის აბაზანაზე გაადნეთ შოკოლადი, შესქელებული რძე, კარაქი და ლიქიორი. გადმოდგით ცეცხლიდან.
  2. გადაიტანეთ დიდ ჯამში, შეურიეთ ქიშმიში, თხილი, ნიგოზი და ხილის ცუკატები.
  3. ცოტა შეაგრილეთ. გადაიტანეთ პერგამენტის ქაღალდზე, გაშალეთ 8×36 სმ ფენად და გადაახვიეთ. შემდეგ ფოლგაში შეახვიეთ და 2 საათით მაინც გაყინეთ. დაჭერით თხლად, როგორც სალიამის ძეხვი.

გემერილად მიირთვით! გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს.