ძალიან გემრიელი შოკოლადის ნამცხვარი ხაჭოს შიგთავსით, რომელიც მზადდება უმარტივესად.
ინგრედიენტები
ცომისთვის
- ხორბლის ფქვილი 300გ
- კაკაო 4 სუფრის კოვზი
- კარაქი 200გ
- შაქარი 100გ
- გამაფხვიერებელი 1 ჩაის კოვზი
- ვანილი 1 ჩაის კოვზი
შიგთავსისთვის
- ხაჭო 500გ
- არაჟანი 4 სუფრის კოვზი
- კვერცხი 3 ცალი
- სახამებელი 2 სუფრის კოვზი
- შაქარი 150გ
- ვანილი 1 ჩაის კოვზი
მომზადება
- ფქვილი და კაკაო მოათავსეთ ჯამში.
- შაუმატეთ შაქარ, ვანილი და გამაფხვიერებელი.
- მოურიეთ ერთგვაროვნებამდე.
- კარაქი დაჭერით კუბიკებად.
- კარაქი მოათავსეთ ფქვილის მასაში.
- ხელით გადაურიეთ.
- მოვამზადოთ შიგთავსი.
- ხაჭოს დაუმატეთ კვერცხი და არაჟანი.
- მოაყარეთ შაქარი და სახამებელი.
- შემდეგ დაუმატეთ ვანილი და დააბლენდერეთ.
- გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ პერგამენტით.
- ფქვილის და კარაქის (ნახევარი) მასა მოათავსეთ ფორმაში, დატკეპნეთ ხელით.
- ჩაასხით ხაჭოს მასა.
- ზემოდან მოათავსეთ ფქვილის და კარაქის მასა.
- გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 40-50 წუთი.
გემრიელად მიირთვით!