ამ დესერტში ფქვილის ნაცვლად გამოვიყენებთ ტყის კენკრას და შავ შოკოლადს.
ინგრედიენტები
- კარაქი 85გ + 1 სუფრის კოვზი
- შაქარი 85გ + 2 სუფრის კოვზი
- შავი შოკოლადი 85გ
- ბრენდი 1 სუფრის კოვზი
- კვერცხი 3 ცალი
- მოხალული, დაქუცმაცებული ნუში 85გ
- მსხალი 4 ცალი
- შაქარი ან კაკაო
მომზადება
- 25სმ გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ პერგამენტით. წაუსვით 1 სუფრის კოვზი გამღვალი კარაქი, მოაყარეთ 2 სუფრის კოვზი შაქარი.
- ღუმელი გაახურეთ 180 გრადუსზე.
- გაალღვეთ შოკოლადი კარაქთან ერთად წყლის აბაზანაზე.
- კვერცხის ცილა ათქვიფეთ შაქართან ერთად, დაუმატეთ შოკოლადის მასას ნუშთან ერთად.
- ცალკე ჯამში ათქვიფეთ ცილა და შოკოლადის მასას ფრთხილად გადაურიეთ.
- ცომი გადაიტანეთ ფორმაში, გადაანაწილეთ მსხალი და გამოაცხვეთ 40 წუთი.
- მოაყარეთ შაქრის ფხვნილი ამ კაკაო.
გემრიელად მიირთვით!