შოკოლადის ნამიანი ტორტი

1611

ამ საოცარი შოკოლადის დესერტის მოსამზადებლათ თქვენ მინიმალური დრო და ენერგია დაგჭირდებათ.

ნამცხვარი გამოდის შიგნიდან ნამიანი, ხოლო გარედან სასიამოვნოდ ხრაშუნა.

ინგრედიენტები

  • 1,5 ჭიქა ხორბლის ფქვილი
  • 4 სუფრის კოვზი კაკო
  • 1 ჩაის კოვზი სოდა
  • 1 სუფრის კოვზი ლიმონი
  • 1/4  ჭიქა მცენარეული ზეთი
  • 200გ შაქარი
  • 0,5 შეკვრა ვანილი
  • მწიკვი მარილი
  • 0,5 ჩაის კოვზი ყავა

მომზადება

1.ჯამში მოათავსეთ მშრალი ინგრედიენტები: ფქვილი, მარილი, სოდა, კაკო. მეორე ჯამში მოათავსეთ მცენარეული ზეთი, შაქარი, ხსნადი ყავა, ლიმონის წვენი და სოდა. ათქვიფეთ მიქსერით. ორ ჯამში არსებული ინგრედიენტები შეაერთეთ და მიქსერით კარგად მოურიეთ.

2.კაკაოს შეცვლა შეგიძლიათ ფილის შოკოლადით (გაალღვეთ და დაუმატეთ ცომს).

3.გამოსაცხობ ფორმას წაუსვით ზეთი და მოაყარეთ ცოტა ფქვილი. ჩაასხით ცომი და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 40-45 წუთი.

4.მზა ნამცხვერი გააგრილეთ. გემრიელად მიირთვით!