შოკოლადის ნამიანი ნამცხვარი სომეხი დიასახლისის რეცეპტით

2050

ტკბილეულის მოყვარუებისთვის, დღეს გაგიზიარებთ უმაგრეს და უგემრილეს რეცეპტს. მისი მომზადება მარტივია.

შოკოლადის ნამცხვარი სომხურად ნამდვილად მოგეწონებათ. ის გამოდის ნამიანი შიგნით და სასიამოვნოდ ხრაშუნა გარედან.

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 280მლ რძე
  • 2 კვერცხი
  • 250გ ფქვილი
  • 300გ შაქარი
  • 60გ მცენარეული ზეთი
  • 55გ კაკაო
  • 1,5 ჩაის კოვზი სოდა
  • 60გ კარაქი
  • 1,5 ჩაის კოვზი ძმარი
  • მარილი

ინგრედიენტები მინანქრისთვის

  • 4 სუფრის კოვზი კაკაო
  • 5-6 სუფრის კოვზი წყალი
  • 4 სუფეის კოვზი შაქარი
  • 50გ კარაქი
  • 1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი

მომზადება

1.ღრმა ჯამში გაცერით ფქვილი, კაკაო, დაუმატეთ შაქარი, კვერცხი და რძე.

2.გაალღვეთ კარაქი და დაუმატეთ ცომს ზეთთან ერთად. ათქვიფეთ მიქსერით. სოდა გააქტიურეთ ძმრით, დაუმატეთ მარილი და ათქვიფეთ.

3.ჩაასხით ფორმაში და გამოაცხეთ 180 გრადუსზე 45 წუთი.

4.მინანქრის მოსამზადებლად ჯამში ჩაყარეთ შაქარი და კაკაო. დაუმატეთ წყალი და კარაქი. მოხარშეთ 2 წუთი, ურიეთ განუწყვეტლივ. როცა მინანქარი მომზადდება, გამორთეთ ცეცხლი და დაუმატეთ ზეთი. კარგად მოურიეთ.

5.მოასხით დესერტს მინანქარი.

გემრიელად მიირთვით!