შოკოლადის მედოკის რეცეპტი

2820

მედოკი ყველა დღესასწაულზე ყველაზე სასურველი დესერტია. დღეს გასწავლით როგორ გახადოთ ეს დესერტი უფრო გემრიელი ესპანელი შეფ-მზარეულის ადრიანა ქეთგლასის რეცეპტის მეშვეობით.

მედოკი არაჟნის კრემით

ინგრედიენტები

  •  700 გრ ფქვილი
  • 300 გრ შაქარი
  • 100 მლ რძე
  • 2 ს.კ. თაფლი
  • 3 ს.კ. კაკაო
  • 1 ჩ.კ. სოდა
  • 1 ჩ.კ. ძმარი
  • 100 გრ კარაქი
  • 1 ც კვერცხი
  • 700 მლ არაჟანი
  • 150 გრ შავი შოკოლადი

მომზადების წესი

1. აურიეთ ერთმანეთს კვერცხი 150 გრ შაქართან ერთად, შემდეგ დაუმატეთ კაკაო, თაფლი და რძე. კარგად მოურიეთ.

2. დაუმატეთ დარბილებული კარაქი და აურიეთ. მასა გადაიტანეთ ქვაბში და გაათბეთ დაბალ ცეცხლზე. როდესაც მასა გათბება და ერთგვაროვანი გახდება, დაუმატეთ ძმარში გახსნილი სოდა.

3. შემდეგ დაუმატეთ 350 გრ გაცრილი ფქვილი. კარგად მოურიეთ ცომს და გადადგით ქვაბი ცეცხლიდან.

4. დარჩენილი 350 გრ ფქვილი დაუმატეთ ცომს და მიქსერით მოუარეთ სპეციალური ცომისთვის განკუთვნილი სპირალური თავსაცავით.

5. ცომი უნდა იყოს ელასტიური, მაგრამ ხელებზე არ უნდა ეკრობოდეს. გადაიტანეთ იგი მაგიდაზე და ზემოდან ფქვილი მოაყარეთ.

6. გაყავით ცომი 8 ნაწილად და თითოეული ნაჭერი გაიყვანეთ 0,5 სმ სისქის ფირფიტებად. უმჯობესია ფენები პირდაპირ საცხობ ქაღალდზე გაიყვანოთ, რათა გადატანის დროს ფენა არ გაიხეს.

7. მოჭერით ზედმეტი ცომი. მოათავსეთ ფირფიტა და ზედმეტი ცომი  180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 5 წუთით. სანამ ერთი ფირფიტა ცხვება, გაიყვანეთ მეორე ფენა, რომ დრო არ დაკარგოთ.

8. მოამზადეთ არაჟნის კრემი: ათქვიფეთ არაჟანი 150 გრ შაქართან ერთად.

9. გაციებულ ფირფიტებს წაუსვით არაჟნის კრემი და დაალაგეთ ერთმანეთზე. კრემი ტორტის გვერდებზე და ზედაპირზეც წაუსვით.

10. გამომცხვარი ზედმეტი ცომი დაფშვენით და მოაყარეთ ტორტის ზედაპირსა და გვერდებზე.

11. წყლის ორთქლზე გაადნეთ შოკოლადი კარაქთან ერთად და მიღებული მინანქარი მოასხით ტორტის ზედაპირს.

12. როდესაც მინანქარი გაცივდება. მოათავსეთ ტორტი მაცივარში 2 საათით.

გემრიელად მიირთვით!