შოკოლადის დესერტი ორცხობილით

806

ინგრედიენტები

  • ორცხობილა 200გ
  • რძე 650მლ
  • სიმინდის სახამებელი 4 სუფრის კოვზი
  • შაქარი 3 სუფრის კოვზი
  • კაკაო 2 სუფრის კოვზი
  • კარაქი 40გ
  • შავი შოკოლადი 180გ

მომზადება

1.რძეს დაუმატეთ სახამებელი, კაკაო, შაქარი. მასა მოათავსეთ ცეცხლზე და მოხარშეთ.

2.დაუმატეთ კარაქი და შოკოლადი, კარგად მოურიეთ და ჩაასხით ჭიქებში.

3.ზემოდან მოათავსეთ ორცხობილა და შეინახეთ მაცივარში.

გემრიელად მიირთვით!