შინაურული, უშაქრო კანფეტის რეცეპტი

2868

ხალხი სულ უფრო ხშირად ფიქრობს, რომ მაღაზიის ტკბილეული არავითარ სარგებელს არ შეიცავს, რადგან მათ შემადგენლობაში საკმაოდ ბევრი შაქარი და ქიმიური დანამატი შედის.

სჯობს საკუთარ ჯანმრთელობაზე დაფიქრდეთ და მაღაზიის კანფეტის ღირსეული ალტერნატივა იპოვოთ. დღეს გიამბობთ, როგორ მოამზადოთ სწრაფად და ძალიან მარტივად კაკლის, ჩირის და მარცვლეულის კანფეტები სახლის პირობებში.

როგორ მოვამზადოთ შინაურული კანფეტები

ასეთი კანფეტები იდეალურია ჯანსაღი კვებისთვის იმ ოჯახებში, სადაც პატარა ბავშვები ცხოვრობენ. ის საყვარელი და მოთხოვნადი დესერტი გახდება.

შინაურული კანფეტები გარგარის ჩირით და კაკლით

ინგრედიენტები:

  • ½ ჭიქა თაფლი
  • 70 გრ მწარე შოკოლადი
  • 5 ნიგოზი
  • 40 გრ გარგარის ჩირი
  • 1 ს/კ რძე
  • კაკაოს ფხვნილი და სეზამი გასაფორმებლად

მომზადება:

  1. მწარე შოკოლადი დატეხეთ და გაადნეთ (მიკროტალღურ ღუმელში ან წყლის ორთქლზე).
  2. გარგარის ჩირი და ნიგოზი წვრილად დაჭერით.
  3. გამდნარი შოკოლადი, კაკალი, გარგარის ჩირი და თაფლი აურიეთ, გააგრილეთ.
  4. მიღებული მასიდან პატარა ბურთები გააკეთეთ.
  5. კაკაოსა და სეზამში ამოავლეთ.

შოკოლადის კანფეტები ლეღვით

ინგრედიენტები:

  • 250 გრ ლეღვის ჩირი
  • 100 გრ მწარე შოკოლადი
  • 1 ს/კ კარაქი
  • 2-3 ნიგოზი
  • კაკაოს ფხვნილი გასაფორმებლად

მომზადება:

  1. ლეღვის ჩირი ცოტა ხნით მდუღარე წყალში ჩაალბეთ.
  2. შოკოლადი წყლის ორთქლზე გაადნეთ, ცოტა კარაქი დაუმატეთ.
  3. ლეღვის ქვედა ნაწილი ჯვარედინად ჩაჭერით და თითოეული ნაყოფი ნიგვზის ნაჭრებით გაავსეთ.
  4. ლეღვს ტრუფელის ფორმა მიეცით (მდუღარე წყლის შემდეგ ლეღვი რბილი და დამყოლი გახდება).
  5. ლეღვი თბილ შოკოლადში ამოავლეთ, ფრთხილად ამოიღეთ და ცხაურაზე დადეთ.
  6. როცა შოკოლადი გამაგრებას დაიწყებს, კანფეტები კაკაოში ამოავლეთ და დაფქული კაკლით მორთეთ. შემდეგ რამდენიმე საათით მაცივარში შეინახეთ.

ხრაშუნა ბურთები თხილით

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა თხილი
  • 1 ჭიქა ფინიკი
  • ½ ჭიქა მწვანე წიწიბურა
  • 2 ს/კ კაკაოს ფხვნილი

მომზადება:

  1. მწვანე წიწიბურა და გარეცხილი ნიგოზი დააბლენდერეთ.
  2. ფინიკი და კაკაო დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
  3. საშუალო ზომის ბურთები გააკეთეთ.

რბილი ვაშლის კანფეტები

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა ვაშლის ჩირი
  • ½ ჭიქა შვრიის ფანტელები
  • 60 მლ ფორთოხლის წვენი
  • 2 ს/კ ქოქოსის ფანტელები
  • 1 ჩ/კ დარიჩინი
  • 2 ს/კ ნებისმიერი სიროფი

მომზადება:

  1. შვრიის ფანტელები და ვაშლი ბლენდერში ან ყავის საფქვავში დააქუცმაცეთ.
  2. დიდი თასში ვაშლი–შვრიის პიურე სიროფს, წვენს და დარიჩინს აურიეთ.
  3. ბურთები გააკეთეთ და ქოქოსის ფანტელებში ამოავლეთ. კანფეტები მაცივარში შეინახეთ.

ტრუფელი კოჭით

ინგრედიენტები:

  • 60 გრ კაკაოს ფხვნილი
  • 4 ს/კ კაკაო–კარაქი
  • 4 ს/კ თაფლი
  • 4 ს/კ ფორთოხლის წვენი
  • 3 ს/კ კარაქი
  • ½ ს/კ ახალი კოჭა

მომზადება:

  1. კაკაო–კარაქი წყლის ორთქლზე გაადნეთ.
  2. გამდნარი კაკაო–კარაქი ცეცხლიდან გადმოდგით, კარაქი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.
  3. შემდეგ კაკაო, ფორთოხლის წვენი, კოჭა დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
  4. მასა მაცივარში 10 წუთით შეინახეთ. შემდეგ 15 პატარა ტრუფელი გააკეთეთ.
  5. მზა ტრუფელები კაკაოში ფრთხილად ამოავლეთ და მაცივარში შეინახეთ.

ჩვენ მოვამზადეთ სასარგებლო ვიტამინებით მდიდარი კანფეტები ჩირით და კაკლით, რომლებიც მაღაზიის ტკბილეულის და შაქრის შესანიშნავი ალტერნატივა გახდება. მათი დახმარებით აუცილებელი ვიტამინებს, მინერალებს და მიკროელემენტებს, შრომისა და აქტიური დასვენებისთვის საჭირო ძალას და ენერგიას მიიღებთ.

თუ რეცეპტები მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.