შინ გამომცხვარი „ორეო“: უნაზესი რძის შიგთავსი და უგემრიელესი შოკოლადის გემო

2097

უკანასკნელი მარკეტინგული კვლევების თანახმად, ნამცხვარი „ორეო“ მე-20 საუკუნის ყველაზე გაყიდვადი ნამცხვარი გახდა. ამასთან, მას 2012 წელს 100 წელი შეუსრულდა! დესერტის პოპულარობის საწინდარი ორი ყველაზე სასურველი ინგრედიენტის შეხამებაა: რძისა და კაკაოსი. ასეთი კომბინაცია საუკეთესოდ მოქმედებს სიამოვნების ცენტრებზე ჩვენს ტვინში. თუმცა, მცოდნეები ირწმუნებიან, რომ აქ მარკეტინგსაც დიდი მნიშვნელობა აქვს.

„გასტრონომია“ დღეს შინ გამომცხვარი „ორეოს“ რეცეპტს გთავაზობთ. შემადგენლობა, რა თქმა უნდა, უფრო ნატურალურია, გემოზე რომ არაფერი ვთქვათ. პირველივე ცდის შემდეგ მაღაზიის „ორეოზე“ უარს იტყვით.

ინგრედიენტები

  • 60 გრ ფქვილი
  • 20 გრ კაკაოს ფხვნილი
  • 20 გრ მზესუმზირის ზეთი
  • 7 ს.კ. რძე
  • 1 მწიკვი სოდა
  • 1 მწიკვი მარილი
  • 3 ს.კ შაქარი
  •  ს.კ. რძის ფხვნილი
  • ს.კ. თაფლი

მომზადება

  1. ცომისთვის შეურიეთ ფქვილი, კაკაო, ზეთი, შაქარი, 3 ს.კ. რძე, მარილი და სოდა. მიღებული მასა გააბრტყელეთ (0,5 სმ).
  2. პატარა ჭიქით ამოჩერით რგოლები. საცხობ ფორმას დააფინეთ პერგამენტი, დაალაგეთ ნამცხვრები და გამოაცხვეთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15 წუთის განმავლობაში. გააცივეთ სრულად, რათა ნამცხვარი ხრაშუნა გამოვიდეს.
  3. კრემისთვის შეურიეთ 3 ს.კ. რძე, თაფლი და რძის ფხვნილი. დადგით ნელ ცეცხლზე, მუდმივად ურიეთ სანამ არ შესქელდება. გააცივეთ კრემი.
  4. წაუსვით ნამცხვრის ერთ ნაწილს კრემი, მეორე ნაწილი მიაწებეთ.

თუ ეს რეცეპტი მოგეწონათ, აუცილებლად გაუზიარეთ მეგობრებს! გემრიელად მიირთვით!