შესანიშნავი ღვეზელი მარწყვითა და თაფლით, რომელიც თქვენს სადღესასწაულო სუფრას დაამშვენებს

1188

“ქრამბლი” პოპულარული ინგლისური დესერტია. მის მოსამზადებლად იყენებენ მრავალგვარ კენკრას და ხილს, ან-ორივეს ერთად. მისი მომზადება ნებისმიერ სიტუაციაში საუკეთესო ვარიანტია. როდესაც მეგობრები მსტუმრობენ, მათ ყოველთვის ამ დესერტით ვუმასპინძლდები. იგი სწრაფად და მარტივად მზადდება, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე.

ღვეზელი ქორფა მარწყვით 

დღეს ჩვენ გასწავლით, როგორ მოამზადოთ ღვეზელი თაფლითა და მარწყვით. იგი ძალიან მოეწონებათ თქვენს ოჯახის წევრებს, როგორც დიდებს, ისე პატარებს.

ინგრედიენტები

  • 500 გრ მარწყვი
  • 140 გრ ფქვილი
  • 100 გრ შაქარი
  • 120 გრ კარაქი
  • 1-2 ჩ.კ. სახამებელი
  • 3 ს.კ. თაფლი (ან 2 ს.კ. შაქარი)
  • მწიკვით მარილი

მომზადების წესი 

1. მსხვილად გახეხეთ კარაქი.

2. თასში მოათავსეთ გახეხილი კარაქი და შაქარი. დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და კარგად აურიეთ.

3. გარეცხეთ მარწყვი და მოაშორეთ ფოთლები. საცხობ ფორმას წაუსვით ცოტაოდენი კარაქი, შემდეგ მასზე დაალაგეთ მთლანი მარწყვები და ზემოდან კენკრას სახამებელი მოაყარეთ.

4. შემდეგ ზემოდან მოასხით თხევადი თაფლი, მაგრამ თუ თაფლზე ალერგია გაქვთ, მის ნაცვლად 2 ს.კ. შაქარი გამოიყენეთ.

5. ერთმანეთში შეზელილი ფქვილი და კარაქი მოაყარეთ მარწყვს ზემოდან ისე, რომ კენკრა სრულიად დაიფაროს. აიღეთ საცხობი ფორმა და ცოტათი შეანჯღრიეთ, რომ მშრალმა ნაზავმა ფორმის ფსკერზეც ჩააღწიოს.

6. მოათავსეთ ღვეზელი 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ ნახევარი საათის განმავლობაში.

7. სულ ესაა, მარწყვის ღვეზელი “ქრამბლი” მზადაა! გემრიელად მიირთვით!