შემწვარი ღვეზელი ღვიძლით და ბრინჯით

1020

ეს ღვეზელი მთელმა ოჯახმა ძალიან შეიყვარა. ამ კერძზე დახარჯული დრო და ენერგია დამიჯერეთ არ არის დაკარგული. ღვეზელი გამოდის ნაზი, რბილი ტექსტურის და საოცრად გემრიელი.

ინგრედიენტები

  • კეფირი 200მლ
  • მზესუმზირის ზეთი 100მლ
  • ხორბლის ფქვილი 600გ
  • შაქარი 2 სუფრის კოვზი
  • ბრინჯი 0,5 ჭიქა
  • მარილი გემოვნებით
  • რძე 200მლ
  • კვერცხი 2 ცალი
  • საფუარი 7გ
  • ქათმის ღვიძლი 800გ
  • ხაახვი 2 ცალი
  • შავი წიწაკა გემოვნებით

მომზადება

1.ცომის მოსამზადებლად გააცხელეთ რძე, დაუმატეთ შაქარი, 2 სუფრის კოვზი ფქვილი და საფუარი. მოურიეთ და დაელოდეთ 15 წუთი.

2.ამასობაში თბილ კეფირს დაუმატეთ კვერცხი და ზეთი. მოაყარეთ საფუარი და 1 ჩაის კოვზი მარილი. ნელ-ნელა დაუმატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი. ცხიმიან ჯამში მოათავსეთ 1 საათით.

3.სანამ ცომის ამოფუებას ველოდებით, შეგიძლიათ მოამზადოთ შიგთავსი. დაჭერით ხახვი და მოთუშეთ ზეთში. დაუმატეთ ღვიძლი და შეწვით.

4.დააქუცმაცეთ ღვიძლი და ხახვი ბლენდერით, დაუმატეთ მარილი, ბრინჯი და წიწაკა.

5.ჩაზილეთ ცომი და დაელოდეთ 40 წუთი. გაყავით 50გ ნაწილებად. გააბრტყელეთ და გადაახვიეთ შიგთავსი.

6.შეწვით ზეთში ორივე მხრიდან.

გემრიელად მიირთვით!