დღევანდელი ღვეზელი მართლაც რომ საუცხოოა…ტარხუნის განსხვავებული და მკვეთრი გემო ძალიან უხდება ყველს. ეს ორი ინგრედიენტი ერთად კი არაჩვეულებრია გულსართად.
ინგრედიენტები:
ცომი
- 1 კგ ფქვილი
- 3 კვერცხის გული
- 400 მლ რძე
- 100 მლ წყალი
- 100 გ კარაქი
- 30 მლ ზეთი
- 1 ჩ.კ. მარილი
- 2 ჩ.კ. მშრალი საფუარი
გულსართი
- 600 გ ტარხუნა
- 200 გ ქინძი
- 100 გ მწვანე ხახვი
- 2 კბილი ნიორი
- 800 გ ყველი
- მარილი
- წიწაკა
მომზადების წესი:
- საფუვრის მომზადება: ჯამში ჩაასხით რძე და დაუმატეთ წყალი. რძისა და წყლის ნარევში ჩაყარეთ საფუარი და კარგად გახსენით.
- ცომის მომზადება: გაადნეთ კარაქი ოღონდ არ აადუღოთ. რძეში გახსნილ საფუარს დაუმატეთ მარილი და გამდნარი კარაქი.
- გააცალკევეთ კვერცხის ცილა და გული, ცომს შეურიეთ კვერცხის გულები და სათქვეფლით კარგად აურიეთ.
- დააყარეთ გაცრილი ფქვილი და მოზილეთ ცომი. მოათავსეთ თასში, გადააფარეთ ტილო და დადგით ასაფუებლად.
- როცა ცომი აფუვდება, ჩაზილეთ ზეთიანი ხელებით, კვლავ გადააფარეთ ტილო და დადგით ასაფუებლად.
- ღუმელი გაახურეთ 250 გრადუსამდე.
- გულსართი. ტარხუნის ღეროებს მოაცილეთ ფოთლები და მსხვილად დაჭერით.
- დაუმატეთ გახეხილი ყველი.
- როდესაც ცომი აფუვდება, 300 გრამიან გუნდებად დაყავით.
- თითოეული გუნდა გააბრტყელეთ მრგვალად.
- თითოეულ ფენაზე მოათავსეთ 300 გ გულსართი და პირი მოუკარით.
- ამოატრიალეთ და გააბრტყელეთ.
- მოათავსეთ საცხობ ფურცელზე და გახურებულ ღუმელში 20 წუთუ აცხვეთ.