ყველასათვის საყვარელი კანფეტი რაფაელო

1218

ინგრედიენტები

ამ ინგრედიენტებით გამოდის 70 ცალი

  • შედედებული რძე 1 ქილა
  • კარაქი 1 შეკვრა
  • ვანილი
  • გახეხილი ქოქოსი 200გ
  • ნუში 1 ჭიქა

მომზადება

  1. დარბილებული კარაქი დაჭყლიტეთ ჩანგლით.
  2. კარაქს დაუმატეთ შედედებული რძე, ვანილი და 100გ ქოქოსი.
  3. კარგად ათქვიფეთ.
  4. მიღებული კრემი მოათავსეთ მაცივარში მთელი ღამით.
  5. გამოიტანეთ მაცივრიდან, კოვზით ამოიღეთ, მიეცით კანფეტის ფორმა და მასში მოათავსეთ ნუჭი.
  6. მზა კანფეტები ამოავლეთ ქოქოსში, შეინახეთ მაცივარში.

გემრიელად მიირთვით!