დილით ისე ვჩქარობთ ხოლმე, რომ სრულფასოვანი საუზმის მოსამზადებლად დრო არ გვაქვს, ფასთფუდის ჭამის ან სამსახურში სადილამდე მშიერი ჯდომის სურვილი კი ნამდვილად არ გვაქვს. არც არის საჭირო! ნოყიერი კერძის მოსამზადებლად, სულაც არ არის აუცილებელი სამზარეულოში დიდ ხანს ტრიალი. აღმოჩნდა, რომ საკმარისია ბაგეტი ან პატარა ფუნთუშები გქონდეს, შეავსო გემრიელი შიგთავსით და რამდენიმე წუთით ღუმელში შედგა გასაცხელებლად.
გთავაზობთ მოამზადოთ ღვეზელები სახელწოდებით „ზარმაცი ცოლი“. შეხედეთ ინგრედიენტების სიას და მიხვდებით, რომ ისინი თითქმის ყოველთვის გვაქვს სამზარეულოში. ასეთი ღვეზელები შეგიძლიათ სამსახურში წაიღოთ ან ბავშვს გაატანოთ სკოლაში. ეს რეცეპტი აუცილებლად მოგეწონებათ!
ინგრედიენტები
- 1 ც ბაგეტი
- 200 გრ ქამა სოკო
- 100 გრ მაგარი ყველი
- 3 ს.კ. არაჟანი
- 1 ც ხახვი
- 1 კბილი ნიორი
- 50 მლ ზეთი
- მარილი, პილპილი გემოვნებით
მომზადება
1. დაჭერით ბაგეტი 5-7 სანტიმეტრიან ნაჭრებად. კოვზით ამოიღეთ გული ისე რომ ნაჭერმა ძირიანი ჭიქის ფორმა მიიღოს.
2. შიგთავსის მოსამზადებლად დაჭერით წვრილად სოკო, ხახვი და ნიორი. შეწვით და მომზადებამდე 5 წუთით ადრე არაჟანი დაუმატეთ, შემდეგ მარილი, პილპილი და კარგად მოურიეთ.
3. საცხობ ფორმას წაუსვით ზეთი. ფრთხილად შეავსეთ ბაგეტის ნაჭრები და მოაყარეთ გახეხილი ყველი.
4. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 7-8 წუთით.
გილოცავთ, უგემრიელესი ღვეზელები მზადაა! თუ ვახშმიდან ცოტაოდენი ქათმის ფილე მოგრჩათ, შეწვით სოკოსთან ერთად და გაამრავალფეროვნეთ შიგთავსები. გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!