დღეს Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ გემრიელ და ზარმაცულ ფენოვან ღვეზელს, რომლის გემოც ხაჭაპურს გაგახსენებთ. ძალიან სწრაფად და მარტივად მზადდება. სახლში მოამზადეთ, ოჯახის წევრები სათანადოდ დააფასებენ!
ინგრედიენტები:
- 1 შეფუთვა ფენოვანი ცომი (სასურველია, უსაფუარო)
- 300-400 გრ ყველი სულგუნი
- 1 კვერცხი
- 2 ს/კ არაჟანი
- კამა
- 2 კბილი ნიორი
მომზადების წესი:
- შეფუთვაზე მითითებული ინსტრუქციის თანახმად ცომი გაალღვეთ.
- მსხვილ სახეხზე სულგუნი გახეხეთ, კვერცხი დაუმატეთ და აურიეთ. არაჟანი დაუმატეთ და კვლავ აურიეთ.
- დაჭყლეტილი ნიორი და წვრილად დაჭრილი კამა დაუმატეთ, კვლავ აურიეთ.
- ცომი ორ თანაბარ ნაწილად გაყავით და ერთ ნახევარზე შიგთავსი ასე მოათავსეთ: კუთხეებში თითო სანტიმეტრი დატოვეთ.
- ცომი შეგიძლიათ არ გააბტყელოთ, ასე უფრო ფუმფულა და ფენოვანი ღვეზელი გამოდის. თუ გააბრტყელებთ, უფრო მეტ და თხელ ღვეზელს მიიღებთ.
- ცომის მეორე ნახევარი დააფარეთ და კიდეები შეკარით. ცომი რულენებით შეგიძლიათ იყიდოთ, ასე უფრო გრძელი და დიდია.
- პერგამენტ დაფარებულ საცხობ ფორმაზე ღვეზელი მოათავსეთ და ათქვეფილი კვერცხი წაუსვით.
- 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ოქროსფერი ქერქის წარმოქმნამდე, ზუსტად 20 წუთით აცხვეთ.
- მზა ღვეზელი ცოტა ხნით გააგრილეთ და პორციულ ნაჭრებად დაყავით.
- გემრიელად მიირთვით!