ჩემს ოჯახში დიდი პოპულარობით სარგებლობს რულეტები, ბავშვები გიჟდებიან და ხშირად მთხოვენ მათ მომზადებს.
ეს რულეტი გამოდის ძალიან ნაზი ხაჭოს ყველის შიგთავსის დამსახურებით. შეგიძლიათ გამოიყენოთ რიკოტტამ ფილადელფია, მასკარპონე ან უბრალოდ ხაჭო.
ინგრედიენტები
- ლავაში 1 ცალი
- ხაჭოს ყველი 250გ
- შაქარი 2 სუფრის კოვზი
- ყაყაჩო 30გ
- კვერცხი 2 ცალი
მომზადება
1.ყაყაჩოს მოასხით ცხელი წყალი, დაელოდეთ ცოტახანი. ამასობაშუ ყველს დაუმატეთ შაქარი, კვერცხი და ცილა. ყაყაჩოსგან გადაღვარეთ წყალი და დაუმატეთ შიგთავსის მასას.
2.თანაბრად გადაანაწილეთ შიგთავსი ლავაშზე.
3.გადაახვიეთ რულეტისებურად, გადაიტანეთ საცხობ ფორმაზე და წაუსვით კვერცხის გული. გამოაცხეთ 20 წუთი 200 გრადუსზე.
გემრიელად მიირთვით!