ყავის სმუზის მომზადების ინსტრუქცია

1824

ადრე არცერთი დილა არ გადიოდა ფინჯანი ყავის გარეშე. მაგრამ ახლა, მას შემდეგ, რაც დილაობით ყავის სმუზის მომზადება დავიწყე, ყველაფერი შეიცვალა. კოქტეილმა სმუზიმ დიდი ხნის წინ მოიგო ჯანსაღი კვების მიმდევართა გული.

ამ შესანიშნავ სასმელში ინახება ბოსტნეულსა და ხილში შემავალი ყველა სასარგებლო ნივთიერება, ვიტამინები და ბოჭკო. კოქტეილი სმუზი ძალიან მარტივად და სწრაფად მზადდება.

თითქმის ყოველ ადამიანს სჭირდება სმუზი ყავით, რადგან იგი არა მხოლოდ სასიამოვნო დასალევია, არამედ ენერგიით გავსებთ.

როგორ მოვამზადოთ სმუზი

დღეს ჩვენმა რედაქციამ თქვენთვის მოამზადა ყავის სმუზის შესანიშნავი რეცეპტები. სასმელი გამოგაცოცხლებთ, აღგავსებთ ენერგიით და იზრუნებს თქვენს პოზიტიურ ხასიათზე მთელი დღის განმავლობაში. ეს კოქტეილი იდეალურია მათთვის, ვისაც წონაში დაკლება სურს.

სმუზი “დილა მშვიდობისა”

ინგრედიენტები

  • გაყინული ყავის კუბები
  • 2 ს.კ. შვრია
  • 1 ც ბანანი
  • 1 ს.კ. ქოქოსის ფანტელი
  • 1 ს.კ. სელის თესლი
  • 1 ჩ.კ. თხევადი თაფლი
  • 1 ჭიქა ნუშის რძე
  • დარიჩინი გემოვნებით

მომზადების წესი

  1. ღამით მოამზადეთ 250 მლ თქვენთვის სასურველი ყავა, გააცივეთ, გასაყინად ჩაასხით სპეციალურ ფორმებში და მოათავსეთ საყინულეში.
  2. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი და კარგად დააბლენდერეთ, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. სურვილისამებრ შეგიძლიათ ნუშის რძე სოიოს რძით ჩაანაცვლოთ.

სმუზი ყავითა და ბანანით

ინგრედიენტები

  • 250 მლ რძე
  • 1 ც ბანანი
  • 2 ჩ.კ. ხსნადი ყავა
  • დარიჩინი, გახეხილი შოკოლადი

მომზადების წესი

  1. გაარჩიეთ ბანანი და დაჭერით პატარა ნაჭრებად.
  2. ბლენდერში ჩაასხით რძე და დაჭრილი ბანანი, დააბლენდერეთ ერთგვაროვან კონსისტენციამდე, შემდეგ დაუმატეთ ხსნადი ყავა და დააბლენდერეთ 1 წუთის განმავლობაში.
  3. კოქტეილს გემოს გასაძლიერებლად შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტაოდენი დარიჩინი, გასაფორმებლად კი-გახეხილი შოკოლადი. ჩვეულებრივი რძე სურვილისამებრ შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ნუშის რძით.

სმუზი ყავითა და შედედებული რძით

ინგრედიენტები 

  • 70 მლ მდუღარე წყალი
  • 50 მლ რძე
  • 1 ჩ.კ. ხსნადი ყავა
  • 2 ს.კ. შედედებული რძე
  • 1 ც ბანანი
  • 50 გრ გახეხილი შოკოლადი

მომზადების წესი

  1. გაარჩიეთ ბანანი და დაჭერით პატარა ნაჭრებად. წვილად გახეხეთ შოკოლადი.
  2. ხსნად ყავას დაასხით მდუღარე წყალი და გააცივეთ.
  3. შოკოლადის გარდა, ყველა ინგრედიენტი დააბლენდერეთ. მზა სასმელს ზემოდან მოაყარეთ გახეხილი შოკოლადი.