ქოქოსის ტორტი ცხობის გარეშე

871

დამღლელი სამსახურის გამო ვცდილობ დესერტების მარტივი რეცეპტები მოვიძიო. ცხობა ძალიან მიყვარს, ამიტომ ვერ ვეგუები მაღაზიაში შეძენილ ტკბილეულობას.

ამ დესერტის მოსამზადებლად ტექნიკიდან მხოლოდ მიქსერია საჭირო.

მოდით ერთად მოვამზადოთ მარტივი, მაგრამ ძალიან გემრიელი დესერტი!

ინგრედიენტები

  • ნაღები 500მლ
  • შაქრის ფხვნილი 4 სუფრის კოვზი
  • ქოქოსის ფანტელები 100გ
  • ჟელატინი 3 ჩაის კოვზი
  • წყალი 0,25 ჭიქა
  • შედედებული მოხარშული რძე 380გ
  • ორცხობილა 300გ
  • კარაქი 160გ
  • ვანილი

მომზადება

1.პირველ რიგში მოვამზადოთ ქოქოსის გულსართი. ნაღები უნდა იყოს მაქსიმალურად ცხიმიანი (უმჯობესია 35%) და რათქმაუნდა ცივი. ჩაასხით ღრმა ჯამში, მოაყარეთ შაქრის ფხვნილი და ათქვიფეთ.

2.ამოფუებულ ნაღებს მოაყარეთ ქოქოსის ფანტელები და სილიკონის ნიჩბით ნაზად გადაურიეთ. ჟელატინს მოასხით ცხელი წყალი. მზა ჟელატინს დაუმატეთ 1 კოვზი ქოქოსის გულსართი.

3.მოურიეთ. ერთგვაროვანი ჟელატინი დაუმატეთ ათქვეფილ ნაღებს. ისევ ფრთხილად მოურიეთ.

4.შოკოლადის ორცხობილა და ნახევარი კარაქი დააბლენდერეთ. ნახევარი ორცხობილა გადაანაწილეთ პერგამენტით დაფარულ ფორმაზე.

5.დატკეპნეთ ორცხობილა, ზემოდან გადაანაწილეთ ქოქოსის მასა. გულსართს მოაყარეთ დარჩენილიი ორცხობილა.

6.ბოლო ფენის მოსამზადებლად მოხარშული შედედებული რძე დაგვჭირდება. ჩაასხით ჯამში, დაუმატეთ კარაქი და ვანილი. შეგიძლიათ მოასხათ ცოტა რომი.

7.ათქვიფეთ მიქსერით. სქელი ერთგვაროვანი მასა მოასხით დესერტს. შეინახეთ მაცივარში 3 საათი.

გემრიელად მიირთვით!