ქვიშისებრი ტექსტურის ორცხობილა ხაჭოსა და ბანანის შიგთავსით

2536

ხრაშუნა, გემრიელი ხაჭოს ორცხობილას მომზადება ძალიან ადვილია და არ მოითხოვს ზედმეტ ძალისხმევას. იგი ძალიან უყვართ როგორც ბავშვებს, ასევე ზრდასრულ ადამიანებსაც. დღეს სწორედ მისი მომზადების მეთოდს გაგიზიარებთ.

ქვიშისებრი ტექსტურის ორცხობილა ხაჭოსგან

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 200 გრ კარაქი
  • 100 გრ არაჟანი
  • 320-350 გრ ფქვილი
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

  • 250 გრ ხაჭო
  • 100 გრ შაქარი
  • 1-2 ც ბანანი
  • 1 ს.კ. ფქვილი
  • 1 ც კვერცხის გული
  • 2 ს.კ. წყალი

მომზადების წესი

1. თასში ხელის სათქვეფით ან ჩანგლით კარგად აურიეთ გამდნარი კარაქი და არაჟანი. შეურიეთ ერთმანეთს ფქვილი და გამაფხვიერებელი, შემდეგ კი დაუმატე კარაქისა და არაჟნის ნაზავს.

2. მოაყარეთ ფქვილი მაგიდას, გაიყვანეთ მასზე ცომი, შემდეგ მიეცით ძეხვის ფორმა და დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად, გაახვიეთ ნაჭრები პოლიეთილენის პარკში და შეინახეთ მაცივარში ნახევარი საათით.

3. შიგთავსის მოსამზადებლად წვრილად დაჭერით ბანანი. მოათავსეთ ხაჭო ბლენდერში, დაუმატეთ შაქარი და დაჭრილი ბანანი და დააფქვიეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.

4. ცომი კარგად გაიყვანეთ საშუალო ზომის ოვალურ ფენებად. ცომის ფენა ძალიან სქელი არ უნდა იყოს. თითოეული ფენის შუაგულში მოათავსეთ მცირე რაოდენობის ხაჭოსა და ბანანის შიგთავსი, მიეცით ცომის ფენას ბანანის ფორმა და კიდეები თითით დაუკავშირეთ ერთმანეთს.

5. საცხობ ლანგარზე დააფინეთ საცხობი პერგამენტი და გადაიტანეთ მასზე გამოსაცხობი ორცხობილა.

6. ორცხობილას ზედაპირზე წაუსვით კვერცხისა და წყლის ნაზავი, რათა გამოცხობის დროს ოქროს ფერი მიიღოს.

7. მოათავსეთ ორცხობილა 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში და გამოაცხვეთ 35-40 წუთის განმავლობაში.

8. სულ ეს არის, ხრაშუნა, ქვიშისებრი ორცხობილა ხაჭოსა და ბანანის შიგთავსით მზადაა. გემრიელად მიირთვით!