ქართული ნიგვზისა და თაფლის ტორტი

1617

დღეს “გასტრონომია” არაჩვეულებრივი ქართული ნიგვზისა და თაფლის ტორტის რეცეპტს შემოგთავაზებთ, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს. ეს დესერტი თამამად დაამშვენებს ნებისმიერ სადღესასწაულო სუფრას. მოამზადეთ და ასიამოვნეთ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს.

ინგრედიენტები

კრემისთვის:

  • 500 მლ უცხიმო ნაღები
  • 1 ჩ.კ. სახამებელი
  • 30 მლ კონიაკი
  • 200 გრ თაფლი
  • 4 კვერცხის გული
  • 0,5 ჭ შაქარი
  • ვანილი გემოვნებით

ცომისთვის:

  • 2 ჭ ფქვილი
  • 2 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 1 ჭ ნიგოზი
  • 4 კვერცხი
  • 250 მლ თაფლი
  • 1 ჭ შაქარი
  • 2 ს.კ. კაკაო

მოსართავად:

  • 1 ფილა შავი შოკოლადი
  • 50 მლ ნაღები

მომზადება

  1. ათქვიფეთ კვერცხები და შაქარი. მოხალეთ ნიგოზი და დააქუცმაცეთ. დაადნეთ თაფლი და შეურიეთ ათქვეფილი კვერცხები და ნიგოზი. ნელ-ნელა შეურიეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი. ცომი დაყავით ორ ნაწილად, ერთ ნაწილს დაუმატეთ კაკაო. შედგით ორივე ცომი მაცივარში 4-6 საათით.
  2. გამოაცხვეთ სულ 4 ფენა 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში თითო დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში და გააცივეთ. კრემისთვის დაადნეთ თაფლი, შეურიეთ შაქარი, 1 ს.კ. წყალში გახსნილი სახამებელი, ცოტაოდენი ნაღები და კვერცხის გულები.
  3. დარჩენილი ნაღები წამოადუღეთ ვანილთან ერთად, დაუმატეთ კრემის მეორე მასა და ადუღეთ შესქელებამდე. მოხსენით ცეცხლიდან, გააცივეთ დაწურეთ. კონიაკი შეურიეთ წყალს პროპორციებით 1:1. დანამეთ ნაზავით ფენები, წაუსვით კრემი.
  4. დაადნეთ შავი შოკოლადი, შეურიეთ ნაღები და წამოადუღეთ შესქელებამდე. მოასხით მინანქარი ტორტს.

მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგორბებს!