ქართული ეროვნული სიამაყის – ხაჭაპურის რეცეპტი

2344

ხაჭაპური – ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული კერძი, ნამდვილი ეროვნული სიამაყეა. მისი მომზადების რეცეპტები ასზე მეტს ითვლის. ხაჭაპურში მთავარი ყველია. რაც მეტი – მით უკეთესი, რაოდენობა ხანდახან ცომსაც აღემატება.

ინგრედიენტები

  • 0,5 ჭ რძე
  • 1 ჩ.კ. საფუარი
  • 30 გრ კარაქი
  • 2/3 ჭ ფქვილი
  • 250 გრ სულგუნი
  • 1 ს.კ. ზეთი
  • 3 კვერცხი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

  1. შეურიეთ ფქვილი, საფუარი, რძე, 2 კვერცხი, ზეთი, მარილი და მოზილეთ ცომი.
  2. ამოსული ცომი გააბრტყელეთ, მოათავსეთ გახეხილი ყველის 2/3. გააბრტყელეთ, წაუსვით ათქვეფილი კვერცხი, შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში და გამოაცხვეთ სანახევროდ.
  3. გამოიღეთ ხაჭაპური ღუმელიდან, მოაყარეთ დარჩენილი ყველი და გამოაცხვეთ დაბრაწვამდე. მზა ხაჭაპურს წაუსვით კარაქი.

მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!