ქათმის სუპი ბრინჯით – სასარგებლო და გემრიელი წვნიანი მთელი ოჯახისთვის

4759

ქათმის ხორცისგან უამრავი გემრიელი კერძის მომზადებაა შესაძლებელი. ქათმის წვნიანიც ამ გემრიელი კერძების სიაშია. ჩაინიშნეთ ეს რეცეპტი და კვირაში 2-ჯერ მაინც მოუმზადეთ შვილებს.

ინგრედიენტები:

  • საშუალო ზომის ქათამი – 1 ცალი
  • ოხრახუში და კამა  – 100 გრამი
  • კარტოფილი – 300 გრამი
  • ხახვი – 50 გრამი
  • ბრინჯი – 1/2 ჩაის ჭიქა
  • მარილი – გემოვნების მიხედვით

მომზადების წესი:

  1. კარგად გასუფთავებული საშუალო ზომის ქათამი ჩავდოთ მოზრდილ ქვაბში, დავასხათ 10-12 ჩაის ჭიქა ცივი წყალი და შევდგათ საშუალო სიძლიერის ცეცხლზე.
  2. დუღილის დაწყებამდე ჩავუმატოთ ხახვი, კონად შეკრული კამა და ოხრახუში.
  3. ადუღებისთანავე მოვხადოთ ქაფი.
  4. მოხარშვის შემდეგ ამოვიღოთ ქათამი, გადავავლოთ ცივი წყალი და შევინახოთ.
  5. ბულიონი გავწუროთ და ისევ შევდგათ ცეცხლზე. ჩავყაროთ ბრინჯი, შემდეგ კარტოფილი, მარილი.
  6. ბრინჯი და კარტოფილი კარგად რომ  მოიხარშება, სუპი გადმოვდგათ, გავაგრილოთ და ჩავასხათ სასუპე ჭურჭელში. ზედ მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და მივიტანოთ სუფრაზე.
  7. მოხარშული ქათამი რომელიმე საწებლით შეგვიძლია მეორე თავად გამოვიყენოთ.