ფხვიერი ორცხობილას რეცეპტი ალუბლით

3323

ფხვიერი ორცხობილა ყველაზე სწრაფად მზადდება და მინიმალურ ინგრედიენტებს მოითხოვს.

ორცხობილა შიგთავსით

დღეს ჩვენი რედაქცია დეტალურად მოგიყვებათ, როგორ მოამზადოთ უგემრიელესი ფხვიერი ორცხობილა ალუბლის შიგთავსით. ცომს როგორც კი მოზელთ, მაშინვე ამზადებთ ორცხობილას მისგან. არ არის საჭირო ცომის ასაფუებლად ლოდინი.

ინგრედიენტები

  • 400 გრ ფქვილი
  • 2 ს.კ. შაქარი
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 2 ს.კ. არაჟანი
  • 150 გრ კარაქი
  • 3 ც კვერცხი
  • 200 გრ ალუბალი
  • 50 გრ ალუბლის მურაბა
  • 1 ს.კ. შაქრის პუდრი

 მომზადების წესი

1. ღრმა თასში გაცერით ფქვილი და გამაფხვიერებელი, დაუმატეთ შაქარი.

2. მშრალ ნაზავს შეურიეთ კვერცხი, არაჟანი და კარაქი. კარაქი უნდა დაარბილოთ, ან წვრილად დახეხოთ, რომ ცომი ადვილად მოზილოთ.

3. გაიყვანეთ ცომი მართკუთხა ფორმის 1 სმ სისქის ფენად. ფენის ერთ კუთხეს წაუსვით მურაბა.

4. ვიშნას გამოაცალეთ კურკები, კარგად გარეცხეთ და დაალაგეთ ჯემის გასწვრივ. თუ ალუბალი გაყინულია, გაალღვეთ და ზედმეტი სითხე გადაღვარეთ, რათა ორცხობილები არ დასველდეს.

5. ფრთხილად გაახვიეთ რულეტი და დაჭერით პატარა ნაჭრებად.

6. საცხობ ლანგარზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი და ზემოდან დაალაგეთ ორცხობილები.

7. გამოაცხვეთ ორცხობილა 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 20 წუთით.

8. გამომცხვარ ორცხობილას ზემოდან შაქრის პუდრი მოაყარეთ.

ორცხობილას შიგთავსად შეგიძლიათ სხვადასხვა ხილი და ჯემი გამოიყენოთ, მაგალითად გარგარი, მარწყვი, ჟოლო და ა.შ.

გემრიელად მიირთვით!