ფუნთუშები ხორცით “ვარდები”

587

ბებიის გამომცხვარ ცხობილაზე გემრიელი არ არსებობს. ეს ნამდვილად დაუწერელი კანონია! ბებია ამ კერძს ცოტა განსხვავებულად გვიმზადებდა, მაგრამ მე ის გავაუმჯობესე და დღეს სიამოვნებით ვამზადებ.

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფვილი 550გ
  • საქონლის ფარში 450გ
  • ხახვი 3 ცალი
  • ცხვრის ცხიმი 150გ
  • წყალი 250მლ
  • მარილი 2 ჩაის კოვზი
  • კვერცხი 2 ცალი
  • კარაქი 130გ
  • ზეითუნის ზეთი 3 სუფრის კოვზი
  • ძირა, კაკალი ქინძი, სიმითის მარცვალი, პაპრიკა და შავი წიწაკა

მომზადება

  1. მარილი გახსენით წყალში და ათქვიფეთ კვერცხთან ერთად. დაუმატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი.
  2. ცომი მოათასვეთ მაცივარში 15 წუთი.
  3. ამასობაში ფარშს დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ცხიმიდა ხახვი. დუმატეთ სანელებლები გემოვნებით. მოასხით ზეთი და კარგად მოურიეთ.
  4. მოზილეთ ცომი და გაყავით 3 ნაწილად. თითოეული გააბრტყელეთ და ერთმანეთზე დაალაგეთ. ფენებს შორის აუცილებლად წაუსვით მდნარი კარაქი.
  5. დაახვიეთ რულეტისებურად და გაჭერით შუაზე. შეინახეთ მაცივარში 20 წუთი.
  6. თითოეული რულეტი გააბრტყელეთ მრგვლად და ჩაჭერით 4 ადგილას. ცენტრი უნდა იყოს მთელი.
  7. ცენტრში მოათავსეთ შიგთავსი და შეახვიეთ ვარდივით.
  8. წაუსვით ათქვეფილი კვერცხი და გამოაცხეთ 35 წუთი 200 გრადუსზე.

გემრიელად მიირთვით!