ეს რეცეპტი საუკუნეებს ითვლის. ფრანგული რეცეპტით მომზადებული ტოსტები, თქვენს საუზმეს გაამრავალფეროვნებს!
ამრეიკაშიც არსებობს სხვა ტიპის ტკბილი ტორტები, რომლებიც ძალიან გავს ზემოთ ნახსენებს.
ინგრედიენტები
- ბანანი 2 ცალი
- კარაქი 1 სუფრის კოვზი
- შაქარი 2 სუფრის კოვზი
- პური 5 ცალი
- კვერცხი 1 ცალი
- რძე 1 სუფრის კოვზი
- ყავისფერი შაქარი 100გ
- დარიჩინი გემოვნებით
მომზადება
- გაასუფთავეთ ბანანი, დაჭერით და შეწვით კარაქში.
- დაუმატეთ შაქარი (1 სუფრის კოვზი), მოურიეთ.
- პურს მოაჭერით ქერქი და დარჩენილი ნაწილი გააბრტყელეთ.
- ათქვიფეთ კვერცხი 1 სუფრის კოვზი შაქართან ერთად. დაუმატეთ რძე და მოურიეთ.
- თითოეული პურის ნაჭერზე მოათავსეთ 1 სუფრის კოვზი ბანანის შიგთავსი. კუთხეებს წაუსვით კვერცხსი მასა და დაახვიეთ რულეტისებურად.
- თითოეული რულეტი ამოავლეთ კვერცხის მასაში, ყავისფერ შაქარიში და დარიჩინში.
გემრიელად მიირთვით!