ნამცხვარი ბუშე – მსუბუქი და ნაზი დესერტია, რომელიც ნაღების კრემით შეწებებული ორი ბისკვიტისგან შედგება. ამასთან,კრემი მყარი, მაგრამ არც თუ ისე სქელი უნდა იყოს, რათა ბისკვიტები კარგად დანამული და საიმედოდ შეკრული იყოს. იმის გამო, რომ ბისკვიტი კარაქის გარეშე მზადდება, კონსისტენცია ძალიან მსუბუქი და ჰაეროვანია.
გირჩევთ, კრემი წინა დღეს მოამზადოთ. მინიატურული ნამცხვრები სუფრაზე ძალიან ეფექტურად გამოიყურება და სწრაფადაც მზადდება. არამხოლოდ შედეგი, არამედ, მომზადების პროცესიც მოგეწონებათ.
ინგრედიენტები
- 2 კვერცხი
- 40 გრ ფქვილი
- 30 გრ შაქარი
- 20 გრ სახამებელი
- 1 ს.კ. გარგრის ჯემი
- 4 გრ ვანილის შაქარი
- 80 გრ ნაღების ყველი
- 30 მლ ნაღები
- 2 ს.კ. შაქრის პუდრი
მომზადება
1. შეურიეთ ფქვილი და სახამებელი. განაცალკევეთ კვერცხის გული და ცილა, ათქვიფეთ კარგად ცილა.
2. დაამატეთ კვერცხის გულში შაქარი და ვანილი, ათქვიფეთ1 წთ განმავლობაში. შეურიეთ კვერცხის ცილა, დაამატეთ ფქვილი და სახამებელი და მოურიეთ ფრთხილად.
3. გაყავით ცომი 2 ნაწილად, მოათავსეთ 2 საკონდიტრო ტომსიკაში. ერთი ნაწილი დაასხით მრგვალი სახით (5 სმ დიამეტრი) პერგამენტ დაფენილ საცხობ ფორმაზე. სულ 15 რგოლი გამოგივათ.
4. გამოაცხვეთ ღუმელში 15 წუთის განმავლობაში. ცომის მეორე ნაწილი იგივენაირად გამოაცხვეთ. ჯამში 30 ბისკვიტი გამოგივათ.
5. წაუსვით 15 ბისკვიტს გარგრის ჯემი. ათქვიფეთ ნაღების ყველი, ნაღები და შაქრის პუდრი.
6. შეავსეთ კრემით საკონდიტრო ტომსიკა და დაასხით ბისკვიტებზე. ზემოდან დააწებეთ ცარიელი ბისკვიტები.
უგემრიელესი ნამცხვარი ელვის სისწრაფით ქრება, ამიტომ, შეგიძლიათ ინგრედიენტების რაოდენობა ორჯერ გაზარდოთ. სურვილისამებრ, მოასხით შოკოლადის მინანქარი, ნაღების კრეი ჩაანაცვლეთ მთლიანად ჯემით. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!