ფენოვანი ცომი ძალიან სწრაფად.
ინგერდიენტები
- ხორბლის ფქვილი 320გ
- კეფირი 200მლ
- საფუარი 1 ჩაის კოვზი
- კარაქი 200გ
- კვერცხი 1 ცალი
- მარილი – ტკბილი ცომისთვის ძალიან ცოტა, ხოლო არატკბილისთვის 1 ჩაის კოვზი
მომზადება
- ცივ კეფირს დაუმატეთ საფუარი და გადადეთ ცოტახნით გვერდზე.
- თუ უსაფუარო გირჩევნიათ, მაშინ კეფირს არ დაუმატოთ საფუარი.
- ღრმა ჯამში ჩაყარეთ ფქვილი.
- ფქვილში ჩახეხეთ გაყინული კარაქი.
- კეფირს დაუმატეთ კვერცხი და მარილი.
- კარგად ათქვიფეთ და კეფირის მასა მოასხით ფქვილის მასას.
- ათქვიფეთ ჩანგლით, ხოლო შემდეგ კი ხელით.
- ცომი გამოვა ოდნავ წებოვანი.
- მზა ცომი შინახეთ მაცივარშ 4 საათი.
- მაცივრიდან გამოიტანეთ ცომი და მოათავსეთ ფქვილიან მაგიდაზე.
- გააბრტყელეთ 1სმ ფირფიტად.
- მიეცით კონვერტის ფორმა და გადაკეცეთ შუაზე.
- ისევ გააბრტყელეთ და ისევ გადაკეცეთ.
- ეს მოქმედებები გაიმეორეთ რამდენიმეჯერ.
- საუკეთესო ცომი მზად არის!