ფაფუკი ცხობილა ფქვილის გარეშე

808

ყველა ქალს უნდა გემრიელობის ჭამა და ამასობაში ფიგურის შენარჩუნება. დღეს ჩვენ ასეთ დესერტს მოვამზადებთ.

ინგრედიენტები ცხობილისთვის

  • 500გ ხაჭო
  • 5 კვერცხი
  • 100გ არაჟანი
  • 120გ შაქრის ფხვნილი
  • 2 სუფრის კოვზი სახამებელი
  • ვანილი

ინგრედიენტები სოუსისთვის

  • 2 ბანანი
  • 150მლ ნაღები
  • 1 სუფრის კოვზი არაჟანი
  • 1 სუფრის კოვზი შაქრის ფხვნილი

მომზადება

1.ხაჭო მოათავსეთ ბლენდერში. აიღეთ კვერცხი, განაცალკევეთ გული და ხილა. ხაჭოს დაუმატეთ კვერცხის გული, არაჟანი, ნახევარი შაქრის ფხვნილი, სახამებელი და ვანილი. ათქვიფეთ.

2.მიქსერით ათქვიფეთ ცილა და დარჩენილი შაქრის ფხვნილი. უნდა გამოგივიდეთ ფაფუკი თეთრი მასა. დაუმატეთ ცილის მასა ხაჭოს, მოურიეთ.

3.ჩაასხით გამოსაცხობ ფორმაში. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 15 წუთი.

4.სანამ ჩვენი ცხობილა ცხვება მოვამზადოთ სოუსი. დააბლენდერეთ ბანანი. დაუმატეთ ნაღები, შაქრის ფხვნილი და არაჟანი. ათქვიფეთ ერთგვაროვნებამდე.

5.მოასხით ცხობილას. გემრიელად მიირთვით!

ფქვილისა და მანანის ბურღულის არშემცველობის გამო ის გამოდის ძალიან გემრიელი და ფაფუკი. სოუსის გარეშეც ცხობილა უგემრიელესია.